ანტიპარაზიტული მედიკამენტები
Nemason ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაNEMASON ორალური ხსნარის ფხვნილი, თეთრი ფერის, ჰომოგენური ფხვნილია, რომელიც 1 გრამში შეიცავს 150 mg ლევამიზოლ ჰიდროქლორიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევამიზოლი; იმიდაზოთიაზოლის ნაწარმი ანთელმინთიკია, რომელიც პარაზიტებზე მათი დამბლის გამოწვევით ზემოქმედებს. ეფექტური დოზით ან კონცენტრაციით, ის პარაზიტების ავტონომიურ განგლიონებში აცეტილქოლინის რეცეპტორებთან შეკავშირებით ქმნის დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ აღგზნებებს. აღგზნებების შემდეგ წარმოქმნილი დამბლა ფაქტობრივად კუნთებისა და განგლიონების მუდმივი აღგზნების შედეგად განვითარებული გამოფიტვის მდგომარეობაა (სპასტიკური დამბლა). ლევამიზოლი პარაზიტებში გარდა ამისა, ფუმარატ რედუქტაზას აქტივობის თრგუნვითაც შეუძლია ენერგეტიკული მეტაბოლიზმის დარღვევა, თუმცა ამ მოქმედების წესის მნიშვნელობა პარაზიტებში მცირეა. ლევამიზოლი; ინვაზიის გამომწვევ კუჭის, ნაწლავისა და ფილტვის ჭიების და ასკარიდების როგორც ზრდასრულ, ისე განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ლარვულ ფორმებზე ფლობს ანთელმინთურ მოქმედებას.
პირის გზით მიცემის შემდეგ, ის სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი არხიდან და ნაწილდება სხეულის ყველა ნაწილში. 1-2 საათში სისხლში კონცენტრაცია აღწევს უმაღლეს დონეს. მსხვილფეხა საქონელში პლაზმის ნახევარდაშლის პერიოდია 4-6 საათი. მიცემული პრეპარატის %40’-ი პირველი 12-საათიანი პერიოდის განმავლობაში ძირითადად ექსკრემენტებითა და შარდით გამოიყოფა, გამოყოფა გრძელდება 8 დღის განმავლობაში.
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
NEMASON ორალური ხსნარის ფხვნილი, ანთელმინთური აქტივობის მქონე ფართო მოქმედების სპექტრის მქონე პრეპარატია. გამოიყენება მსხვილფეხა საქონელში, ცხვარსა და ფრინველებში შინაგანი პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლასა და კონტროლში. NEMASON ორალური ხსნარის ფხვნილი, წარმატებით გამოიყენება შემდეგ პარაზიტებთან ბრძოლაში:
მსხვილფეხა საქონელსა და ცხვარში: აბომაზუმის ჰელმინთებიდან Haemonchus sp., Ostertagia sp.; წვრილი ნაწლავის ჰელმინთებიდან Cooperia sp., Trichostrongylus., Bunostomum sp.; მსხვილი ნაწლავის ჰელმინთებიდან Oesophagostomum sp., Chabertia sp.; ფილტვის ჭიებიდან კი მსხვილფეხა საქონელში Dictyocaulus viviparus, ცხვარში Dictyocaulus filaria ჰელმინთების მკურნალობასა და კონტროლში ანთელმინთიკად ავლენს მოქმედებას.
ფრინველებში (ნაწლავის ნემატოდები): Ascaridia galli, Heterakis gallinae და Capillaria sp., სახეობების მკურნალობასა და კონტროლში ანთელმინთიკად ავლენს მოქმედებას.
გამოყენების წესი და დოზა
თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;
მსხვილფეხა საქონელსა და ცხვარში: ფარმაკოლოგიური დოზა: 7,5 mg/kg ცოცხალი წონა/დღეშია. პრაქტიკული დოზა: 1 g/20 kg ცოცხალი წონა/დღეშია.
ფრინველებში: ფარმაკოლოგიური დოზა: 18-36 mg/kg ცოცხალი წონა/დღეშია. პრაქტიკული დოზა: 20 g/100 kg ცოცხალი წონა/დღეშია. გამოიყენება სასმელ წყლებში გახსნით.
სპეციალური კლინიკური ინფორმაცია და სამიზნე სახეობებისთვის სპეციალური გაფრთხილებები
ჭიების წინააღმდეგ განსაკუთრებით პროფილაქტიკურად რეკომენდებულია მისი მიცემა გაზაფხულისა და შემოდგომის დასაწყისში. რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება პარაზიტის გამოვლენისთანავე და განმეორება 1-1.5 თვის შემდეგ.
ანტიპარაზიტული პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებით რეზისტენტობის წარმოქმნის შესამცირებლად პრეპარატის დოზა ცოცხალი წონის მიხედვით სწორად უნდა გამოითვალოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებით არასაკმარისი დოზით და ხშირი პრეპარატის გამოყენება პარაზიტებში რეზისტენტული შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას შექმნის.
ორსულობისას გამოყენება: რეკომენდებული გამოყენების წესებში უსაფრთხოა ორსულებში. თუმცა ღრმად ფეხმძიმე ცხოველებში გამოყენებისას არ უნდა მოხდეს გადაჭარბებული სტრესი, ყურადღება უნდა მიექცეს მათ კვებას.
არასასურველი ეფექტები
სამკურნალო დოზებში გამოყენებისას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი არ აქვს. მსუბუქი ქოშინი, ჰიპოტენზია და ურინაცია, როგორც გვერდითი ეფექტები, დროებითია და ერთ-ორ საათში თავისთავად ქრება.
პრეპარატის ურთიერთქმედებები
ლევამიზოლი ნიკოტინისმაგვარი ეფექტების გამოვლენის გამო, თავი უნდა ავარიდოთ ტეტრაჰიდროპირიმიდინებთან (პირანტელი, მორანტელი, ოქსანტელი) და ორგანულ ფოსფორის ნაერთებთან ერთდროულ გამოყენებას. ლევამიზოლით ჩასატარებელ მკურნალობამდე 14 დღით ადრე და შემდეგ არ უნდა იქნეს გამოყენებული ორგანულ ფოსფორის ინსექტიციდის შემცველი ნაერთები.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატი მსხვილფეხა საქონელსა და ცხვარში რეკომენდებულ დოზებში უსაფრთხოა. ამასთან თუ რეკომენდებული დოზები გადააჭარბა, გამოყენებულ ცხოველებში მოწამვლის ნიშნები გამოყენების შემდეგ 5-15 წუთის მსგავსად მოკლე დროში იწყება და 30 წუთში პიკურ მნიშვნელობას აღწევს. დაზარალებულ ცხოველებში გამოვლენილი და ორგანულ ფოსფორის ნაერთებით მოწამვლის მაგვარი ნიშნებიდან ძირითადია გულისრევა, ღებინება, კუნთების კანკალი, ფართხალი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი, გუგების შევიწროება, გულისცემის შენელება, სუნთქვის უკმარისობის შედეგად სიკვდილი. მკურნალობაში გამოიყენება სითხური მკურნალობა და სიმპტომური მკურნალობა.
საკვებში პრეპარატის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
პრეპარატის ნარჩენებისგან გასუფთავების პერიოდი (პ.ნ.გ.პ.); მკურნალობის განმავლობაში და ბოლო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მსხვილფეხა საქონელი 14 დღე, ცხვარი 21 დღე, ფრინველები 7 დღე გასვლამდე არ უნდა გაიგზავნოს დასაკლავად. არ უნდა გამოიყენებოდეს მეწველ ფურსა და ცხვარში, რომელთა რძესაც ადამიანები მოიხმარენ. ანალოგიურად არ გამოიყენება კვერცხმდებელ ქათამსა და სხვა ფრინველებში, რომელთა კვერცხსაც ადამიანები მოიხმარენ.
უკუჩვენებები
ლევამიზოლის ორგანულ ფოსფორის ნაერთებთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია. ამ მიზეზით NEMASON-ის გამოყენებამდე 14 დღით ადრე და 14 შემდეგ არ უნდა იქნეს გამოყენებული ორგანულ ფოსფორის ნაერთები. არ უნდა გამოიყენებოდეს ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის შემთხვევებში.
ზომები, რომლებიც უნდა მიიღოს გამომყენებელმა
გამოყენებისას უნდა ჩაიცვას ხელთათმანი, გამოყენების შემდეგ ხელები საფუძვლიანად უნდა დაიბანოს. პრეპარატის გამომყენებელ მცირერიცხოვან ადამიანებში შესაძლოა აღინიშნოს მგრძნობელობის რეაქცია. არ უნდა შეეხოს კანსა და თვალს, შეხების შემთხვევაში უხვი წყლით უნდა დაიბანოს. გამოყენებისას არაფერი უნდა ჭამოს და დალიოს, არ უნდა მოწიოს.
გამოყენების შემდგომი უტილიზაცია და არასამიზნე სახეობებისთვის გაფრთხილებები
ცხენებში 20 mg/kg ცოცხალი წონის დოზაში სიკვდილის გამოწვევის შესაძლებლობის გამო ამ ცხოველებში არ უნდა იქნეს გამოყენებული ან საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ჯიშისა და ფარის მგრძნობელობის გამო თხებში შესაძლოა გამოვლინდეს მოწამვლა და სიკვდილი. კატებსა და ძაღლებში სიკვდილის გამოწვევის შესაძლებლობის ფორმით მომწამვლელია.
ზოგადი გაფრთხილებები
‘გამოყენებამდე და მოულოდნელი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ვეტერინარ ექიმს.’ ‘ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში შეინახეთ.’
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულად შეინახეთ. ვარგისიანობის ვადაა ორი წელი.
კომერციული წარდგენის ფორმა
20 g’-იან თეთრ პლასტმასის ბოთლებში კოლოფიანად, 100 g, 500 g, 1 kg და 2.5 kg’-იან თეთრ პლასტმასის ქილებში უკოლოფოდ გაიყიდება.
გაყიდვის ადგილი და პირობები
ვეტერინარი ექიმის რეცეპტით ვეტერინარულ კაბინეტებსა და აფთიაქებში იყიდება. (VHR)