საინექციო ხსნარები
Marbomed საინექციო ხსნარი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაშემადგენლობა
მარბოფლოქსაცინი 100 mg
ფარმაკოლოგიური თვისებები
MARBOMED საინექციო ხსნარში შემავალი მოქმედი ნივთიერება მარბოფლოქსაცინი არის ვეტერინარული გამოყენებისთვის შემუშავებული ფტორქინოლონი. მარბოფლოქსაცინი, რომელიც მოქმედებს დნმ-ჯირაზას ფერმენტის ინჰიბირებით, თავის სტრუქტურა¬ში არსებული ოქსადიაზინის რგოლის გამო განსხვავდება სხვა ფტორქინოლონებისგან. ეს რგოლი მოლეკულას ანიჭებს გრძელ ნახევარგამოყოფის პერიოდსა და კარგ ბიოშეღწევადობას. მარბოფლოქსაცინი არის ფართო სპექტრის, ბაქტერიციდული ეფექტის მქონე სინთეზური მოლეკულა. ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების უმეტესობის მიმართ (განსაკუთრებით Staphylococcus, Streptococcus), გრამუარყოფითი ბაქტერიების (Escherichia coli, Salmonella typhimurium, Cit¬robacterfreundii, Enterobactercloacae, Serratiamarcescens, Morganellamorganii, Proteus სახეობები, Klebsiellaსახეობები, Shigellaსახეობები, Pasteurellaსახეობები, Haemophilusსახეობები, Moraxellaსახეობები, Pseudomonasსახეობები) და Mycoplasmaსახეობების მიმართ.
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
MARBOMED ეფექტურია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მარბოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Pasteurella multocida, Mannheimia haemolitica, Mycoplasma bovis და Escherichia coli შტამების მიმართ. გამოიყენება Pasteurella multocida, Mannheimia haemolitica და Mycoplasma bovis’-ით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექცი¬ებისა და Escherichia coli’-ით გამოწვეული მწვავე მასტიტის მკურნალობაში.
გამოყენების წესი და დოზა
„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;“
MARBOMED საინექციო ხსნარი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს პარენტერალური გზით (კანქვეშ, კუნთში, ვენაში) უნდა მიეცეს დღეში 2 mg/kg ცოცხალი წონის გაანგარიშებით, ყოველ 50 kg ცოცხალ წონაზე 1 ml. მკურნალობა უწყვეტად 3-5 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
საკვებში წამლის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
წამლის ნარჩენებისგან განწმენდის პერიოდი (წ.ნ.გ.პ.); მკურნალობის განმავლობაში და წამლის ბოლო გამოყენების შემდეგ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 6 დღის გასვ¬ლამდე არ უნდა გაიგზავნოს დასაკლავად. მკურნალობის განმავლობაში და წამლის ბოლო გამოყენების შემდეგ 1.5 დღის (3 წველა) განმავლობაში მიღებული ძროხის რძე არ უნდა მიეცეს მოხმარებას.
უკუჩვენებები
ქინოლონები ზოგადად ცხენებში სიკვდილამდე მიმავალ კოლიტს იწვევენ. ამიტომ ცხენებში არ გამოიყენე¬ბა. ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ უნდა გამოიყენებოდეს. სანაშენედ გამოყენებულ ან გამოსაყენებელ ცხოველებში არ უნდა გამოიყენებოდეს. გამოყენება ორსულობისას: თაგვებში ჩატარებულ ტერატოგენულ კვლევაში, ორსულობის მე-6 დღიდან მე-15 დღემდე ორსულ ცხოველებს 10, 85, 700 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში ორალური გზით მიეცათ. ამ დოზებიდან არცერთში ტერატოგენულობა არ შეინიშნა. 700 mg/kg ცოცხალ წონაზე marbofloksasin’ი ფეტოტოქსიკური იყო, რადგან იწვევდა ფეტალური წონისა და თითოეულ ნაყარში ცოცხალი ფეტუსების რაოდენობის შემცირებას რეზორბციის ინციდენტობის ზრდასთან ერთად; ფეტოტოქსიკურობისთვის ეფექტის არმქონე დონე (NOEL) იყო 85 mg/kg ცოცხალი წონა. მატერნალური ტოქსიკურობა შეინიშნა 85 და 700 mg/kg ცოცხალ წონაზე, 10 mg/kg ცოცხალ წონაზე არ შეინიშნა.
კომერციული წარდგენის ფორმა
20 ml, 50 ml, 100 ml და 250 ml’-იან ქარვისფერ მინის ფლაკონებში მუყაოს ყუთში არის წარმოდგენილი.