საინექციო ხსნარები

Medimizol საინექციო ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

შემადგენლობა
მეტამიზოლ ნატრიუმი 500mg

ფარმაკოლოგიური თვისებები

Medimizol საინექციო ხსნარის’-ის მოქმედ ნივთიერებას, მეტამიზოლს, აქვს ანალგეზიური, ანტიპირეტიკული, სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მეტამიზოლი პირაზოლონის ჯგუფის ნაერთია. ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტიკულ მოქმედებებს პროსტაგლანდინის სინთეზის ბლოკირებით იწვევს. გლუვ კუნთებზე სპაზმის მომხსნელი მოქმედებაც აქვს. ამგვარად პერისტალტიკური მოძრაობების შემცირებით მარეგულირებელ მოქმედებას ავლენს. ანტიპირეტიკული მოქმედება კი ვეგეტაციურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას და ამის შედეგად სითბოს დაკარგვას უზრუნველყოფს. ანთებად არეებში სისხლძარღვების გამტარობის შემცირებით, ლოკალური სითხის შემცველობის შეწოვის გაზრდის გამო ანტირევმატიკულ მოქმედებას უზრუნველყოფს და მრავალი დაავადების მკურნალობაში ეხმარება. მეტამიზოლი, პარენტერული გამოყენების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და თავის უმნიშვნელოვანეს მეტაბოლიტებად 4-ამინოფენაზონად, 4-მეთილამინოფენაზონად, 4-ფორმილამინოფენაზონად და 4-აცეტილამინოფენაზონად გარდაიქმნება. პლაზმისა და ქსოვილის მაქსიმალურ კონცენტრაციას ნახევარი საათის განმავლობაში აღწევს. მისი მეტაბოლიტების პლაზმური ნახევარდაშლის პერიოდი 3-10 საათს შორის მერყეობს. სხეულის სითხეებსა და ქსოვილებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სწრაფად აღწევს. სხეულიდან შარდით გამოიყოფა.

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

Medimizol საინექციო ხსნარის მოქმედ ნივთიერებას, მეტამიზოლს, აქვს ანალგეზიური, სპაზმოლიზური, ანტიპირეტიკული, ანტირევმატიკული და მსუბუქი სედატიური მოქმედება. ანალგეზიურად: ყველანაირ ტკივილსა და კოლიკაში, სპაზმოლიზურად: ნაწლავის, კუჭისა და ფაშვის გაზების, ყაბზობისა და ფაღარათის ტკივილებსა და კოლიკაში, მშობიარობის დროსა და შემდგომ ტკივილებსა და კოლიკაში, საშვილოსნოს პროლაფსის, საშვილოსნოს ყელისა და საყლაპავის სპაზმებში, ტეტანიისა და თირკმლის სპაზმების მოხსნაში, ოპერაციის შემდგომ კოლიკასა და ტკივილებში, ანტიპირეტიკულად: პნევმონია, ბრონქიტი, ჭლექი და სხვა ყველა ცხელებიან დაავადებაში, ანტირევმატიკულად: კუნთებისა და სახსრების რევმატიზმში, სახსრის ტკივილსა და ლუმბაგოში, მწვავე და ქრონიკულ პოლიართრიტში, ტენდინიტში, ტენდოვაგინიტში გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული; მსხვილფეხა საქონელს 20-40 მგ/კგ ცოცხალი წონა, ცხენებს 20-50 მგ/კგ ცოცხალი წონა, ძაღლებს 25 მგ/კგ ცოცხალი წონის გაანგარიშებით; ღრმა კუნთშიდა ან ძლიერი ტკივილების დროს, გადაუდებელ შემთხვევებში სისხლძარღვშიდა გზით უკეთდება. პრაქტიკული დოზები: ცხენებში ყოველ 100 კგ ც.წ.-ზე 4-10 მლ, მსხვილფეხა საქონელში ყოველ 100 კგ ც.წ.-ზე 4-8 მლ, ძაღლებში ყოველ 10 კგ ც.წ.-ზე 0.5 მლ Medimizol საჭიროების შემთხვევაში 8 საათის ინტერვალით დღეში 1-2-ჯერ დოზის გამეორება შეიძლება.

საკვებში წამლის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
წამლის ნარჩენებისგან გაწმენდის ვადა (წ.ნ.გ.ვ.); მკურნალობის განმავლობაში და ბოლო წამლის გამოყენების შემდეგ 12 დღის გასვლამდე მსხვილფეხა საქონელი დასაკლავად არ უნდა გაიგზავნოს. ადამიანის მოხმარებისთვის რძის მისაღებ ფურებში არ გამოიყენება.

უკუჩვენებები
თირკმელებში პროსტაგლანდინის სინთეზის შემცირების გამო სხეულში წყლისა და მარილის შეკავებას იწვევს, რითაც პლაზმის მოცულობის ზრდას იწვევს. ამ მიზეზით, გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების მქონე და მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში არ უნდა იქნას გამოყენებული. ფეხმძიმობის დროს გამოყენება: პლაცენტის გავლით ნაყოფში სუნთქვის დეპრესიის გამოწვევის შესაძლებლობის გამო მშობიარობასთან ახლო პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კომერციული წარდგენის ფორმა
20, 50, 100 და 250 მლ’-იან ქარვისფერ მინის ფლაკონებში, ყუთით