სადეზინფექციო საშუალებები
Klormid სადეზინფექციო ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაKLORMID სადეზინფექციო ფხვნილი
%12 ოდენობით აქტიური ქლორი
ჩვენებები
გამოიყენება საფრინველეების, ბაგების, ფარეხების, გალიების, ბოქსების და სხვა ცხოველთა სადგომების, საწველი ადგილების, საინკუბატორების, სასაკლაოების, საავადმყოფოებისა და კლინიკების ზედაპირების დეზინფექციისთვის, საწველი მანქანების, რძის ბიდონების, რძის ავზების, საწყურებლების, წყლის რეზერვუარისა და სხვა აღჭურვილობის, ხელსაწყო-მასალისა და ტანსაცმლის დეზინფექციისთვის, ხელების, ცურების, კანის დეზინფექციისთვის, ცხოველთა სასმელი წყლების დეზინფექციისთვის.
შეფუთვა
500 გრ, 1 kg, 5 kg, 10 kg და 25 kg.
ფარმაკოლოგიური თვისებები
KLORMID არის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიურ ქლორს. წყალში ადვილად იხსნება. ნელ-ნელა აქტიური ქლორის გამოყოფითა და ჰიპოქლორის მჟავის წარმოქმნით ავლენს გერმიციდულ ეფექტს. აქტიური ქლორის ატომი მიკრობის უჯრედებში არსებულ ცილებსა და ფერმენტებს ფუნქციადაკარგულ მდგომარეობაში აქცევს. ეფექტურია ყველა გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიის, აგრეთვე ობის სოკოებისა და ვირუსების მიმართ. ჰიპოქლორიტებთან შედარებით ნაკლებად გამაღიზიანებელია და წყალში მისი ხსნარები უფრო მდგრადია. მისი ეფექტი ყველაზე მაღალია მჟავა და ნეიტრალურ გარემოში და წინასწარ გასუფთავებულ და გარეცხილ ზედაპირებზე. სინერგიულია მეოთხეული ამონიუმის მარილებთან და კატიონურ დეტერგენტებთან.