სადეზინფექციო საშუალებები
Povmed სადეზინფექციო ხსნარი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაPOVMED სადეზინფექციო ხსნარი
Povidone-iodine % 10
გამოყენების სფერო და ჩვენებები
Povmed სადეზინფექციო ხსნარი გამოიყენება სხვადასხვა თანაფარდობით განზავებით; ფრინველთა საფრინველეების, აგრეთვე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის სადგომების და იქ გამოყენებული სამეურნეო ინვენტარის ზოგადი დეზინფექციის, საინკუბატორებისა და მათი აღჭურვილობის, სატრანსპორტო საშუალებების, ხორცისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების, საკვების მწარმოებელი დაწესებულებების, აგრეთვე სასმელი და სამეურნეო წყლების დეზინფექციისა და უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად; ასევე ინექციებისა და ქირურგიული ჩარევის წინ საოპერაციო არეში ასეფსისის უზრუნველსაყოფად; პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურებული დაზიანებული კანისა და ლორწოვანი გარსების, აგრეთვე ფეხების, ჩლიქებს შორის არის და ცურის უსაფრთხო ანტისეფსისის უზრუნველსაყოფად. ანალოგიურად რექტო-ვაგინალური გასინჯვების წინ შესაძლო ინფექციისგან დასაცავად ხელებსა და მკლავებზე ისმება.
სავაჭრო ფორმა
1 Lt, 5 Lt, 10 Lt, 20 Lt, 25 Lt და 50 Lt.
ფარმაკოლოგიური თვისებები
POVMED სადეზინფექციო ხსნარი’-ის მოქმედი ნივთიერების შემქმნელი პოვიდონ-იოდი იოდის პოლივინილპიროლიდონთან წარმოქმნილი, წყალში ადვილად ხსნადი რთული ნაერთია. ზოგადი ანტისეპტიკური და სადეზინფექციო მიზნებით გამოსაყენებელი პოვიდონ-იოდის % 10’-იანი ხსნარი % 1 იოდის ხსნარის ექვივალენტურ ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ, ანტიფუნგალურ, სპორიციდულ და ამებიციდულ ეფექტურობას ავლენს. ამ პროდუქტის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო ეფექტურობა ეფუძნება გამოყენების ეტაპზე ხელმისაწვდომი იოდის გათავისუფლების პრინციპს. მრავალმხრივი ასეფსისის, ანტისეფსისისა და დეზინფექციის მიზნებით გამოყენებული პოვიდონ-იოდი ანტიბაქტერიული სპექტრისა და ეფექტურობის თვალსაზრისით იოდის ექვივალენტური თვისებების მქონეა, თუმცა მოკლებულია იოდის ისეთ არასასურველ და უარყოფით ეფექტებს, როგორებიცაა გამაღიზიანებელი, დამწველი, გამოყენების ადგილების შემღები და შხამიანი მოქმედება. Povmed სადეზინფექციო ხსნარი სამუშაო ხსნარების სახით მომზადებისას უსუნო, მდგრად, შესაფერის ანტისეპტიკურ ეფექტურობას ავლენს. განზავებული ხსნარების სახით ცოცხალ ქსოვილებსა და უსიცოცხლო ზედაპირებზე გამოყენებისას ზომიერი მასშტაბით და ნელ-ნელა თავისუფალი იოდის გათავისუფლების გზით ხანგრძლივ ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო ეფექტს ქმნის.