საინექციო ხსნარები

Mediflor-E 30% საინექციო ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

შემადგენლობა
ფლორფენიკოლი 300mg

ფარმაკოლოგიური თვისებები

MEDIFLOR-E %30 საინექციო ხსნარი, ფლორფენიკოლისადმი მგრძნობიარე გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ ეფექტური, ფართო სპექტრის, სინთეზური ბაქტერიოსტატიკული ანტიბაქტერიულია. ბაქტერიების 50 S რიბოსომულ ქვეერთეულებთან დაკავშირებით აინჰიბირებს ცილის სინთეზს. ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიებია: გრამდადებითი ბაქტერიები: Actinomyces sp., Corynebacterium sp., Erysipelothrix rhusiopathie, Listeria monocytogenes, Staphylococcus sp.-ის უმეტესობა, Streptococcus sp. და Clostridium sp. გრამუარყოფითი ბაქტერიები: Actinobacillus sp., Bordetella bronchiseptica, Enterobacteraceae (E.coli, Klebsiella sp., Proteus sp., Salmonella sp.), Haemophilus sp., Leptospira sp.. Moraxella sp. და Pasteurella sp. ყველა ანაერობი ჩვეულებრივ მგრძნობიარეა. Rhodococcus equi’-ზე მისი მოქმედება საშუალო ხარისხისაა. Mycobacterium sp. და Nocardia sp. კი რეზისტენტულია. კუნთშიდა გამოყენების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და შრატის კონცენტრაცია გამოყენებიდან 60 საათის შემდეგ დაახლოებით 0.19 µg/ml’-ია. ცილასთან დაკავშირების ხარისხი %12,7-18,3 შორის მერყეობს. ფილტვი, ღვიძლი, თირკმელები განსაკუთრებით და მთელ სხეულში ვრცელდება, შარდისა და განავლის გზით სხეულიდან გამოიყოფა.

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

MEDIFLOR-E %30 საინექციო ხსნარი, მსხვილფეხა საქონელში, ფლორფენიკოლისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ამ ფარგლებში ძირითადად; Pasteurella haemolytica, Pasteurella multocida, Haemophilus somnus და Corynebacterium pyogenes’-ის გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციებში (BRD), Fusobacterium necrophorum და Bacteroides melaninogenicus-ის გამოწვეული ფეხის ლპობა, ინტერდიგიტალური ნეკრობაცილოზი და ინფექციური პოდოდერმატიტის მსგავსი ბაქტერიული წარმოშობის ფეხის დაავადებებში, Moraxella bovis’-ის გამოწვეული კერატოკონიუნქტივიტის (pink eye) დაავადებაში, ბაქტერიული წარმოშობის ხბოს ფაღარათის სამკურნალოდ გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

“თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;”
MEDIFLOR-E %30 საინექციო ხსნარი, მშრალი, სტერილური ნემსით (სასურველია 16 ნომრის) და შპრიცით მსხვილფეხა საქონელს კუნთშიდა ან კანქვეშა გზით შეიძლება გაუკეთდეს.
კუნთშიდა გამოყენება:
მსხვილფეხა საქონელს, მხოლოდ კისრის არეში, კუნთშიდა გზით, 15 კგ ცოცხალ წონაზე 1 მლ (20 მგ ფლორფენიკოლი/ კგ ცოცხალი წონა) დოზით უკეთდება. 48 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტურ კონცენტრაციას სისხლში. 48 საათის შემდეგ დოზა უნდა გამეორდეს.
კანქვეშა გამოყენება:
მსხვილფეხა საქონელს, კანქვეშა გზით, 15 კგ ცოცხალ წონაზე 2 მლ (40 მგ ფლორფენიკოლი/კგ ცოცხალი წონა) დოზით უკეთდება. 84-156 საათის (3.5- 6.5 დღე) განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტურ კონცენტრაციას სისხლში. კანქვეშა გამოყენებისთვის ერთი დოზა საკმარისია.
ერთ საინექციო ადგილზე 10 მლ’-ზე მეტი არ უნდა გაკეთდეს, საჭიროების შემთხვევაში დოზა გაყოფით უნდა იქნას გამოყენებული. ინექციები მხოლოდ კისრის არედან უნდა გაკეთდეს. გამოყენებისას ასეფსისა და ანტისეფსისი უნდა იქნას დაცული.

საკვებში წამლის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
წამლის ნარჩენებისგან გაწმენდის ვადა (წ.ნ.გ.ვ.); მკურნალობის განმავლობაში და ბოლო წამლის გამოყენების შემდეგ ხორცისთვის გასაზრდელი მსხვილფეხა საქონელი კუნთშიდა გამოყენებებში 30 დღის, კანქვეშა გამოყენებებში 44 დღის გასვლამდე დასაკლავად არ უნდა გაიგზავნოს. ადამიანის მოხმარებისთვის რძის მისაღებად მეწველ ფურებში არ გამოიყენება.

უკუჩვენებები
ცნობილი უკუჩვენება არ აქვს. რეპროდუქციასთან დაკავშირებული კვლევები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ფეხმძიმე და სანაშენე კურატებში გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფეხმძიმობის დროს გამოყენება: რეპროდუქციასთან დაკავშირებული კვლევები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ფეხმძიმეებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კომერციული წარდგენის ფორმა
20, 50 და 100 მლ’-იან გამჭვირვალე მინის ბოთლებში /მუყაოს ყუთში