საინექციო ხსნარები
Mediquinol-E 10% საინექციო ხსნარი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაშემადგენლობა
ენროფლოქსაცინი 100mg
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფტოროქინოლონის ჯგუფში მყოფი ენროფლოქსაცინი, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებისა და მიკოპლაზმების მომცველი ფართო მოქმედების სპექტრის მქონე სინთეზური ანტიბაქტერიულია. ენროფლოქსაცინი, მიკროორგანიზმებში DNA ჯირაზას (ტოპოიზომერაზები) ფერმენტის ინჰიბირებით ბაქტერიების გამრავლებაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე DNA-ის სინთეზისა და კოპირების აღკვეთის გზით ბაქტერიციდულ მოქმედებას ავლენს. გრამუარყოფით ბაქტერიებში DNA ჯირაზა ძირითადი სამიზნეა, ხოლო გრამდადებით ბაქტერიებში ტოპოიზომერაზა IV’-ის სამიზნე ფერმენტად ყოფნა ბოლო პერიოდში გამოვლინდა.
ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიები; E.coli, Salmonella sp., Enterobacter sp., Serratia sp., Proteus sp., Klebsiella sp., Shigella sp., Yersinia sp., Moraxella sp., Acinobacter sp., Actinobacillus sp., Pasteurella sp., Leptospira sp., Campylobacter sp., Citrobacter sp., Haemophilus sp., Ehrlichia sp., Coxiella brunetti, მეტიცილინისა და გენტამიცინისადმი რეზისტენტულების ჩათვლით Staphylococcus sp., პენიცილინისადმი რეზისტენტულების ჩათვლით Neisseria gonorrhoeae, N. meningiditis, Corynebacterium sp., Chlamydia sp., V.cholerae, Mycoplasma sp.’-ია. Strep, suis, Strep, agalactia, Strep dysgalactia, Strep, zooepidemicus, R.equi, Mycobacterium sp. საშუალო ხარისხის მგრძნობელობას ავლენს. ანაერობული კოკების უმეტესობა, Clostridium sp., Bacteroides sp. და Ps. multophila ქინოლონების მიმართ ჩვეულებრივ ნაკლებად მგრძნობიარე ან რეზისტენტულია.
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
მსხვილფეხა საქონელსა და ცხვრებში ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე გრამუარყოფითი, გრამდადებითი ბაქტერიებისა და Mycoplasma’-ების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ამ ფარგლებში Pasteurella haemolytica და Pasteurella multocida’-ის გამოწვეული პნევმონიები, Pleuropneumonia, ენზოოტიური პნევმონიის მსგავსი სასუნთქი სისტემის ინფექციებში, ბატკნებსა და თიკნებში E.coli ინფექციებში (კოლიბაცილოზი, კოლისეპტიცემია), საჭმლის მომნელებელი და უროგენიტალური სისტემის ინფექციებში, ვირუსული ინფექციებით მიმდინარე მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ მეორად ინფექციებში გამოიყენება.
გამოყენების წესი და დოზა
“თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული”
MEDIQUINOL-E %10 საინ. ხსნ., პარენტერულად კანქვეშა (SC), კუნთშიდა (İM) ან სისხლძარღვშიდა (İV) გზით უკეთდება.
პარენტერული ფარმაკოლოგიური დოზა: 2,5 მგ/კგ ცოცხალი წონა/დღეა.
პრაქტიკული დოზა: 1 მლ/40 კგ ცოცხალი წონა/დღეა.
მკურნალობის ზოგადი ხანგრძლივობა 3 დღეა.
დოზა გართულებულ სასუნთქი გზების ინფექციებსა და Salmonellozis’-ში ორმაგდება, ხოლო გამოყენების ხანგრძლივობა 5 დღემდე შეიძლება გაიზარდოს.
ერთსა და იმავე გამოყენების ადგილზე მსხვილფეხა ცხოველებში მაქსიმუმ 10 მლ, წვრილფეხა ცხოველებში მაქსიმუმ 5 მლ ინიექცირდება. თუ მეტი წამლის მიცემაა საჭირო, განსხვავებული გამოყენების არე უნდა შეირჩეს. გამოყენებისას ასეფსისა და ანტისეფსისი უნდა იქნას დაცული.
საკვებში წამლის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
წამლის ნარჩენებისგან გაწმენდის ვადები (წ.ნ.გ.ვ.); მკურნალობის განმავლობაში და ბოლო წამლის გამოყენების შემდეგ ხორცისთვის გასაზრდელი მსხვილფეხა საქონელი 14 დღე, ცხვრები 10 დღე დასაკლავად არ უნდა გაიგზავნოს. მკურნალობის განმავლობაში და ბოლო წამლის გამოყენების შემდეგ 4 დღე ( 8 მოწველა) ფურის რძე მოხმარებისთვის არ უნდა იქნას შეთავაზებული. რძის ადამიანის საკვებად გამოყენებად ცხვრებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
უკუჩვენებები
ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონეებში გამოყენება უკუნაჩვენებია. ცხენებსა და სანაშენედ გამოსაყენებელ ახალგაზრდა ცხოველებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ფეხმძიმობის დროს გამოყენება: ქინოლონების ახალგაზრდა ცხოველებში ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამო ფეხმძიმე ცხოველებში გამოყენებას თავი უნდა ავარიდოთ.
კომერციული წარდგენის ფორმა
25 მლ, 50 მლ და 100 მლ’-იან ქარვისფერ ფლაკონებში მუყაოს ყუთში არის წარმოდგენილი.