სადეზინფექციო საშუალებები

Benaldecid სადეზინფექციო ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

ბენზალკონიუმის ქლორიდი & გლუტარალდეჰიდი & ნონილფენოლეთოქსილატი

შეიცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულ მოქმედ ნივთიერებას „ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც ეფექტურია ღორის გრიპის დეზინფექციაში“. ჩვენი პროდუქტი ლიცენზირებული და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

BENALDECID სადეზინფექციო ხსნარი გამოიყენება ზოგადი დეზინფექციის მიზნით; ცხოველთა სადგომების (საქათმე, ბაგა, ფარეხი და სხვ.), საინკუბაციო დაწესებულებებისა და მათი აღჭურვილობის, ფერმის მასალების, სატრანსპორტო საშუალებების, ხორცისა და რძის გადამამუშავებელი ერთეულების დეზინფექციისთვის, სადგომებისა და ფერმების შესასვლელებში განთავსებული ფეხისა და ბორბლის აბაზანების მოსამზადებლად და ფეხის ლპობის (პიეტენი) სამკურნალოდ, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების გამომწვევებისა და სოკოვანი აგენტების წინააღმდეგ.

შეფუთვა

1 Lt, 5 Lt, 10 Lt, 20 Lt, 25 Lt და 50 Lt.

ფარმაკოლოგიური თვისებები

BENALDECID სადეზინფექციო ხსნარი არის მეოთხეული ამონიუმის ნაწარმის — ბენზალკონიუმის ქლორიდისა და გლუტარალდეჰიდის კომბინაციაზე დაფუძნებული, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ბაქტერიული სპორების, ვირუსებისა და სოკოების მიმართ ეფექტური დეზინფექტანტის, დეტერგენტისა და დეოდორანტის თვისებების მქონე პროდუქტი. თავის ეფექტურობას ავლენს უჯრედის მემბრანის შემადგენლობაში არსებული ფოსფოლიპიდების სტრუქტურისა და მეტაბოლური ფერმენტების ფუნქციების დარღვევით. შემადგენლობაში არსებულ მოქმედ ნივთიერებებს შორის სინერგიული ეფექტის წყალობით ინარჩუნებს ეფექტურობას ორგანული ნივთიერებების არსებობის პირობებშიც. არაიონური ხასიათის დეტერგენტის შემცველობის წყალობით სამუშაო ხსნარებში ფლობს ზედაპირის გამწმენდ მოქმედებას. მაგარი წყლით მომზადებულ სამუშაო ხსნარებში მისი ეფექტურობა არ მცირდება და წყალთან ერევა ნებისმიერი თანაფარდობით. უარყოფითად არ მოქმედებს ისეთ მეტალურ მასალებზე, როგორიცაა რკინა, ფოლადი, თუთია, სპილენძი და ალუმინი, აგრეთვე კაუჩუკზე, ტექსტილ ნაწარმზე, PVC ნაწარმზე, ქირურგიულ ხელსაწყოებსა და მასალებზე.