საინექციო ხსნარები

Oksimed La საინექციო ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

ოქსიტეტრაციკლინი 200mg

ფარმაკოლოგიური თვისებები

OKSIMED LA საინექციო ხსნარის მოქმედი ნივთიერება ოქსიტეტრაციკლინი; ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც ბაქტერიების რიბოსომულ 30 S ქვედანაყოფს უკავშირდება, აფერხებს ცილის სინთეზს და ამგვარად ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ავლენს. მიკროორგანიზმების მგრძნობელობა ოქსიტეტრაციკლინის მიმართ შემდეგია.
კარგად ან საშუალოდ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები; გრამდადებითი აერობები: Bacillus spp., Corynebacterium spp., Erysipelotrix rhusiopathiae, Listeria monocytogenes და Streptococci-ს სახეობის ბაქტერიები. გრამუარყოფითი ბაქტერიები: Actinobacillus spp., Bordetella spp., Brucella spp., Francisella tularensis, Haemophlius spp., Lawsonia intracellularis, Pasteurella multocida, Yersinia spp., Campylobacter fetus, Borrelia spp. და Leptospira-ს სახეობის ბაქტერიები. ანაერობული მიკროორგანიზმები: Actinomyces spp., Fusobakterium spp., Mycoplasma spp., Chlamydia spp (მათ შორის C. psittaci), რიკეტსიები (მათ შორის Coxiella burnetti და Ehrlichia-ს სახეობები) და პროტოზოები, როგორებიცაა Theileria, Eperythrozoon და Anaplasma. ცვალებად მგრძნობელობას ავლენენ მიკროორგანიზმები; შეძენილი რეზისტენტობის გამო Staphylococci, Enterococci, Enterobacteriaceae-ს ოჯახიდან Enterobacter spp., E.coli, Klebsiella spp. და Salmonella-ს სახეობის ბაქტერიები, ასევე ანაერობული ბაქტერიებიდან Bacteroides spp და Clostridium spp. ბაქტერიები ცვალებად მგრძნობელობას ავლენენ. რეზისტენტული ორგანიზმები; Mycobacterium sp., Proteus vulgaris, Pseudomonas aeruginosa და Serratia sp., Mycoplasma-ს სახეობებიდან M. bovis და M. hyopneumoniae რეზისტენტული ბაქტერიებია.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

გამოიყენება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, თხასა და ცხვარში ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სეპტიცემიის, სასუნთქი, გასტროინტესტინური და უროგენიტალური სისტემის, რბილი ქსოვილის ინფექციების, აგრეთვე ვირუსული ინფექციების დროს მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული მეორადი ინფექციების სამკურნალოდ. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში; ბრონქოპნევმონიის, სატრანსპორტო სტრესის (yol vurgunu), კოლიბაქტერიოზისა და დიფტერიის (Necrobasillosis), ანაპლაზმოზის, ლეპტოსპიროზის, პანარიციუმის, ხის ენის (Wooden Tongue) დაავადებების დროს, ცხვარსა და თხაში; სასუნთქი გზების ინფექციების, ჩლიქის სიდამპლისა და ჭიპის ანთების სამკურნალოდ გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

'თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;’

OKSIMED LA საინ. ხსნ. ყველა ცხოველში კუნთშიდა გზით გამოიყენება.
პარენტერული ფარმაკოლოგიური დოზა: 20 mg/kg ცოცხალი წონა/დღეშია.
პრაქტიკული დოზა: ღრმა კუნთშიდა ინექციით 1 ml/10 kg ცოცხალი წონა/დღეშია.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა 3 დღიანი ინტერვალებით შეიძლება განმეორდეს. ერთ საინექციო არეში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 10 ml, თხასა და ცხვარში 5 ml’-ზე მეტის გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, საერთო დოზა ორ ან მეტ საინექციო არეში¬ უნდა გადანაწილდეს. გამოყენებისას ასეფსისა და ანტისეფსისს უნდა მიექცეს ყურადღება. ვენაშიდა გზით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ
საკვებში მედიკამენტის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები

მედიკამენტის ნარჩენებისგან გასუფთავების ვადები (მ.ნ.გ.ვ.); მკურნალობის პერიოდში და ბოლო მედიკამენტის გამოყენების შემდეგ 28 დღის გასვლამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა და ცხვარი დასაკლავად არ უნდა გაიგზავნოს. მკურნალობის პერიოდში და ბოლო მედიკამენტის გამოყენების შემდეგ 12 დღის (24 მოწველა) განმავლობაში მიღებული ძროხის, ცხვრისა და თხის რძე მოხმარებისთვის არ უნდა იქნეს წარდგენილი. რძეში მედიკამენტის ნარჩენებისგან გასუფთავების ვადის სიგრძის გამო; ადამიანის მოხმარებისთვის რძის მისაღებად განკუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარსა და თხაში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენებები

ვენაშიდა გზით არ გამოიყენება. ცხენში, კატასა და ძაღლში არ უნდა გამოვიყენოთ. ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ცხო¬ველებში, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის მქონეთა შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ.
გამოყენება ორსულობის დროს: ტეტრაციკლინები გვერდითი ეფექტების გამო ორსულობის პირველ და ბოლო 1/3-ში არ უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ცხვარში Chlamydia sp. მიერ გამოწვეული აბორტების დროს, ექიმისა და ცხოველის მფლობელის მიერ სარგებელ-ზიანის გათვალისწინებით შეიძლება გამოვიყენოთ.

სავაჭრო ფორმა
მუყაოს კოლოფში 25, 50 და 100 ml’-იან ქარვისფერ მინის ფლაკონებში გამოდის გასაყიდად.