ანტიპარაზიტული მედიკამენტები

Ampromed ორალური ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

%24 Amprolyum + Vitamin K3 

გამოყენების სფერო / ჩვენებები

Ampromed ორალური ხსნარი გამოიყენება ქათმებში Eimeria tenella და E. necatrix, E. acervulina, E. maxima, E. brunetti; ინდაურებში E.adenoides, E.melearidis, E.dispersa’ს გამოწვეული კოქციდიოზის შემთხვევების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

შეფუთვა

100 ml, 1 Lt, 2.5 Lt, 5 Lt და 10 Lt.

ფარმაკოლოგიური თვისებები

Ampromed ორალური ხსნარი-ის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს Amprolyum; მოქმედებს უპირატესად პირველი თაობის შიზონტებზე და ამგვარად აფერხებს მეროზოიტების განვითარებას. წამალი მოქმედებს აგრეთვე გამეტოციტებზე (სქესობრივი ფაზა) და სპოროზოიტებზე.

Amprolyum არის ნივთიერება, რომელიც თიამინთან (Vitamin B1) კონკურენტული გზით აფერხებს ან აჩერებს კოქციდიების განვითარებას. ამიტომ, საკვებში თიამინის ჭარბი რაოდენობა ასუსტებს წამლის მოქმედებას და შესაძლოა მთლიანადაც კი დაბლოკოს იგი. ანუ მისი მოქმედება ეფუძნება პარაზიტის მეტაბოლიზმში თიამინის იმიტირებას. ვინაიდან ამ ორ ნაერთს შორის სტრუქტურულად ძალიან დიდი მსგავსებაა, მაღალი კონცენტრაციით არსებული Amprolyum აფერხებს თიამინის გამოყენებას პარაზიტი კოქციდიების მიერ. ამგვარად, პარაზიტ კოქციდიებში, რომელთაც მასპინძელზე უფრო მაღალი ოდენობით სჭირდებათ თიამინი, წარმოიქმნება მისი მძაფრი დეფიციტი. შედეგად, განვითარებაშეფერხებული და გამრავლებაშეფერხებული პარაზიტები ნადგურდებიან მასპინძლის ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმების მიერ. თიამინის მაღალი კონცენტრაციის არსებობისას Amprolyum-ის მოქმედება კოქციდიებზე ქრება. ამიტომ ფრინველის რაციონში არსებული თიამინის ანტაგონიზმი Amprolyum-თან გასათვალისწინებელია. Amprolyum, ორალური გზით მიცემის შემდეგ, განსაკუთრებით ნაწლავური სისტემის ინფიცირებულ მონაკვეთებში, სწრაფად და სრულად შეიწოვება. შეწოვილი Amprolyum-ის თითქმის მთელი რაოდენობა აქტიური სახით გამოიყოფა უპირატესად შარდითა და ნაღვლით.

Vitamin K3 პასუხისმგებელია ღვიძლში პროთრომბინის სინთეზსა და სისხლის შედედებასთან დაკავშირებულ ფუნქციებზე. სისხლის შედედებასთან მჭიდრო კავშირის გამო მას აგრეთვე უწოდებენ კოაგულაციის ვიტამინს, ანტიჰემორაგიულ ვიტამინსა და პროთრომბინის ფაქტორს. ორალური მიცემის შემდეგ საჭმლის მომნელებელი არხიდან შეწოვილი Vitamin K3 პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში გადადის და ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდითა და ნაღვლით.