ანტიპარაზიტული მედიკამენტები

Coxason SB-6 ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

%60 Sülfaklozin 

გამოყენების სფერო/ჩვენებები

COXASON SB-6 გამოიყენება ბროილერ ქათმებში მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციებისა და კოქციდიოზის სამკურნალოდ:
Eimeria-ს სახეობები: E. tenella, E. necatrix, E. acervullina, E. maxima, E. brunetti, E. meleagrimitis და სხვა Eimeria sp.
ფრინველის ტიფი (Salmonella gallinarum), ფრინველის ქოლერა (Pasteurella multocida), ინფექციური კორიზა (Haemophilus paragallinarum).

ფარმაკოლოგიური თვისებები

COXASON SB-6-ის მოქმედი ნივთიერება, სულფაკლოზინი, არის სულფანამიდის ნაწარმი, ანტიბაქტერიული და ანტიკოქციდიური მოქმედების მქონე სინთეზური ნივთიერება. COXASON SB-6 მოქმედების ხასიათით ჰგავს სხვა სულფონამიდებს. მოქმედებს პროტოზოებისა და ბაქტერიების მეტაბოლიზმში პარაამინობენზოის მჟავას ჩანაცვლებით, რითაც აფერხებს ფოლის მჟავას სინთეზს. ანტიბაქტერიულად მისი მოქმედება ბაქტერიოსტატიკურია, ანტიკოქციდიურად კი — კოქციდიოციდური. ეფექტურობის სპექტრში მოქცეული ბაქტერიები: გრამდადებითი აერობები: Staph, aureus, Streptococcus sp., Actinomyces sp., Corynebacterium sp., Listeria monocytogenes, Erysipelothrix rhusiopathie. გრამუარყოფითი აერობები: Actinobacillus sp., Bordetella sp., Enterobacteriaceae (E. coli, Klebsiella sp., Proteus sp., Salmonella sp., Yersinia sp.) Haemophilus sp., Pasteurella sp. ანაერობები : Actinomyces sp., Bacteroides sp., Fusobacterium sp., ზოგიერთი Clostridium sp., Chlamydia sp. ზოგიერთი Mycobacterium sp. და ზოგიერთი Nocardia sp. საშუალო ხარისხით მგრძნობიარეა. Rickettsia sp., Leptospira sp., Pseudomanas aeruginosa, Mycoplasma sp. რეზისტენტულად მიიჩნევა.

COXASON SB-6-ის მოქმედი ნივთიერების, სულფაკლოზინის, მოქმედების ქვეშ მყოფი პროტოზოები შემდეგია: Eimeria-ს სახეობები, E. tenella, E. necatrix, E. acervullina, E. maxima, E. brunetti, Eimeria sp.

სასმელ წყალთან ერთად მიცემისას სწრაფად შეიწოვება და საშუალოდ 1-3 საათში აღწევს მაქსიმალურ დონეს სისხლში და ინარჩუნებს ეფექტურ კონცენტრაციას 12 საათის განმავლობაში. გამოიყოფა თირკმელებიდან და შეზღუდული ოდენობით ნაღვლისა და განავლის გზით.