ანტიპარაზიტული მედიკამენტები
Diclacox ორალური სუსპენზია
ჩამოტვირთეთ ანოტაციაDiclacox ორალური სუსპენზია
ყოველი ml’ში შეიცავს 25 mg დიკლაზურილს.
გამოყენების სფერო და ჩვენებები
DICLACOX %2,5 ORAL SÜSPANSİYON ორალური სუსპენზია ეფექტურია ბატკნებისა და ხბოების კოქციდიოზის დაავადებისგან დაცვასა და მკურნალობაში. განსაკუთრებით ნაჩვენებია ბატკნებში უფრო პათოგენური Eimeria-ს სახეობების: E. crandalis-ისა და E. ovinoidalis’-ის მკურნალობაში. ხბოებში ეფექტურია Eimeria bovis-ისა და Eimeria zuernii’-ის წინააღმდეგ.
გამოყენების წესი და დოზა
„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.“გაზავების შემდეგ უნემსო გრადუირებული შპრიცით ორალური გზით გამოიყენება.
სამკურნალო დოზა: დიკლაზურილის ფარმაკოლოგიური დოზა:
ბატკნებში 1 mg/kg ცოცხალ წონაზე. პრაქტიკულად 1 ml DICLACOX %2,5 ორალური სუსპენზია მკურნალობს 25 kg ცოცხალ წონას.
ხბოებში 5 mg/kg ცოცხალ წონაზე. პრაქტიკულად 2 ml DICLACOX %2,5 ორალური სუსპენზია მკურნალობს 10 kg ცოცხალ წონას.
პროფილაქტიკურად: 4-6 კვირის ასაკში, ვინაიდან კოქციდიოზის შემთხვევების გამოვლენის ალბათობა მაღალია, გამოიყენება 1 დოზა (ბატკნებში 1 ml, ხბოებში 5 ml DICLACOX %2,5 ორალური სუსპენზია / 25 kg ცოცხალი წონა). საჭიროების შემთხვევაში მეორდება 3 კვირის შემდეგ.