ანტიპარაზიტული მედიკამენტები

Coxmed ორალური ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

%2,5 Toltrazuril 

გამოყენების სფერო და ჩვენებები

ეფექტურია ქათმებისა და ინდაურების კოქციდიოზის დაავადებისგან დასაცავად და სამკურნალოდ.
ქათმებში: გამოიყენება Eimeria acervulina, Eimeria tenella, Eimeria necatrix, Eimeria brunetti, Eimeria maxima და Eimeria mitis’ით გამოწვეული კოქციდიოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ინდაურებში: გამოიყენება Eimeria adenoides, Eimeria meleagridis და Eimeria meleagrimitis’ით გამოწვეული კოქციდიოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

შეფუთვა

100 ml, 500 ml, 1 ლიტრი, 2.5 ლიტრი და 5 ლიტრი

ფარმაკოლოგიური თვისებები

COXMED ორალური ხსნარი შეიცავს ანტიკოქციდიურ აგენტ Toltrazuril-ს. Toltrazuril ეფექტურია ქათმებსა და ინდაურებში კოქციდიოზის გამომწვევების წინააღმდეგ. მოქმედებს პარაზიტის ყველა უჯრედშიდა განვითარების ფაზაში, შიზონტებისა და გამეტოციტების გამრავლების პერიოდებში. კვლევები აჩვენებს, რომ Toltrazuril მოქმედებს Eimeria sp.-ზე უჯრედული სუნთქვის ჯაჭვსა და პირიმიდინის სინთეზში მონაწილე რიგი ფერმენტების ინჰიბირებით.
გამოყენების შემდეგ პლაზმაში Toltrazuril-ის მაქსიმალური დონეა 0,62 µg/ml. ორგანიზმიდან სწრაფად გამოიყოფა, 24 საათის შემდეგ სისხლში ეცემა აღმოუჩენელ დონემდე. მისი ძირითადი მეტაბოლიტები, ტოლტრაზურილის სულფოქსიდი და ტოლტრაზურილის სულფონი, დიდი ოდენობით გამოიყოფა განავლით.