ანტიპარაზიტული მედიკამენტები

Fullstop დასასხმელი ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

%1 ვეტერინარული ექტოპარაზიტარი

გამოყენების სფერო და ჩვენებები

FULLSTOP %1 P.O. დასასხმელი ხსნარი, მსხვილფეხა საქონელსა და ცხვრებში არსებული და სხვა ტკიპას საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი რეზისტენტობის მქონეც კი ყველა ერთ- და მრავალმასპინძლიანი ტკიპას (Boophilus spp, Hyalomma spp., Rhipicephalus spp., Amblyomma spp. Dermacentor marginatus) მუნის გამომწვევები (Psoropotes მუნი), მკბენი ბუზი, მწუწნავი და მჩხვლეტავი ტილი (Haemotopinus sternus, Linognathus vituli, Bavicola bovis, B. ovis, Melophagus ovinus) მსგავსი გარეგანი პარაზიტებით გამოწვეული ინვაზიების მკურნალობისა და კონტროლის მიზნით გამოიყენება. პრეპარატი ეფექტურია მითითებული პარაზიტის სახეობების როგორც ზრდასრულ, ისე ლარვულ ფორმებზე.

შეფუთვა

100 ml, 500 ml, 1 Lt და 2,5 ლიტრი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

FULLSTOP %1 დასასხმელი ხსნარი, სინთეზურ პირეთროიდებს მიკუთვნებულ ფლუმეტრინს შეიცავს. სინთეზური პირეთროიდები, ბუნებრივი პირეთრინების მსგავსად შეხებითი და კუჭის შხამის სახით მოქმედებენ, სისტემურ მოქმედებას არ ქმნიან. ამ ჯგუფის ინსექტიციდები ლიპოფილური თვისებისაა. ამიტომ პარაზიტი ინსექტების ლიპოიდური მოლეკულებით მდიდარი კუტიკულიდან ადვილად გადასვლით აღწევენ მოქმედების წერტილებამდე. პირეთროიდები ზოგადად ცხიმოვან ქსოვილს მიეკედლებიან. კანის რქოვანა შრის (stratum korneum) უჯრედებს შორის უბანში არსებულ ცხიმოვან ქსოვილებში დაგროვებით კანის მთელ ზედაპირზე ვრცელდებიან. ფლუმეტრინი მოქმედებას ავლენს პარაზიტების ნერვებში ნატრიუმის არხების შესვლის კინეტიკის შეცვლის გზით. ფლუმეტრინი ნატრიუმის არხების ან ხანგრძლივად ღია დარჩენას ან ნელ დახურვას უზრუნველყოფს, რითაც ნერვულ უჯრედში ნატრიუმის ჭარბ დინებას იწვევს და ამ გზით ნერვული გადაცემა იბლოკება. ეს კი პარაზიტის ნერვული უჯრედის მემბრანაში განმეორებით განმუხტვასა და უეცარ დეპოლარიზაციას იწვევს, რაც პარაზიტის დამბლას იწვევს. FULLSTOP %1 დასასხმელი ხსნარი, ვინაიდან ცხიმოვანი გამხსნელის თვისების მქონე მზიდში არის გახსნილი, კანზე გამოყენებისას კანის რქოვანა შრესა (stratum korneum) და კანის უჯრედებს შორის არსებულ ცხიმოვან უჯრედშორის ზედაპირებში გავლით სხეულის მთლიანობაზე ვრცელდება. ფლუმეტრინი კანზე გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ კანის მთელ ზედაპირზე ნაწილდება, ხოლო 1 დღის შემდეგ ფეხების ჩათვლით კანის მთელ ზედაპირზე მნიშვნელოვანი ტკიპას სახეობების ელიმინაციისთვის საკმარის კონ¬ცენტრაციას აღწევს. FULLSTOP-ის გამოყენებიდან 1 დღის შემდეგ ზურგის კანში 670 ppm, ბარძაყის კანში 228,3 ppm, ბეჭის (scapula) უბნის კანის ზედაპირზე 61.9 ppm, ცურის კანში 14.9 ppm, თეთრ ხაზზე (lînea alba) კი 2.7 ppm გაიზომა. ვინაიდან ლიპოფილური ხასიათის ნაერთია, ორგანიზმში ყველაზე მეტად ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლსა და თირკმელში გროვდება. ვინაიდან კანიდან ძალიან მცირე ოდენობით შეიწოვება, ნარჩენი მნიშვნელობები მიღებული ნარჩენი ლიმიტების გაცილებით ქვემოთ რჩება. ფლუმეტრინ’ის მეტაბოლიტები შარდით (%33) და განავლით გამოიყოფა. ტოქსიკოლოგიური ინფორმაცია: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის მიხედვით ფლუმეტრინ’ის ტოქსიკურობის კლასი ll’-ია. ფლუმეტრინ‘ის მწვავე ორალური LD50 მნიშვნელობა მდედრ Wistar თაგვებში 41 – 3849 mg/kg’-ია. მწვავე დერმალური LD50 მნიშვნელობა ვირთხებში >5000 mg/kg ც.წ. სახით არის გამოქვეყნებული.