ანტიპარაზიტული მედიკამენტები

Seabit ორალური ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

SEABIT ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი/ორალური ფხვნილი 1 გრამში 2 mg ემამექტინ ბენზოატის შემცველი თეთრი კრემისფერი, უსუნო, წვრილნაწილაკოვანი ფხვნილის ფორმულაციაა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

SEABIT Oral toz/ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი ემამექტინ ბენზოატი;Streptomyces avermectinius’-ის ფერმენტაციის პროდუქტიდან მიღებული ფართო სპექტრის მაკროციკლური ლაქტონის, ავერმექტინის ნახევრად სინთეზური წარმოებულია. ხასიათდება 16 წევრიანი ლაქტონის რგოლითა და მასზე მიერთებული დიოლეანდროზილის ჯგუფით. ბენზოატის მარილი მოლეკულას სტაბილურობას ანიჭებს. ემამექტინ ბენზოატ’ის მოქმედების მექანიზმი ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ავერმექტინები კონკურენტულად უკავშირდებიან უხერხემლოების ნერვული ბოჭკოების გლუტამატ-შუამავლობით კლორის არხებს. უხერხემლოებში გლუტამატ-კლორის არხების განაწილება ლოკალიზებულია სპეციფიკურ კუნთებში, როგორიცაა ხახის ტუმბო (pharyngeal pump). ამ არხების გახსნით ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარობას კლორის იონების მიმართ, რის შედეგადაც უჯრედში წარმოიქმნება ჰიპერპოლარიზაცია და პარაზიტი დამბლადაცემული კვდება. ემამექტინ ბენზოატი ნელა შეიწოვება, მაგრამ ქსოვილებში ფართოდ ვრცელდება. ორგანიზმიდან გამოყოფაც საკმაოდ ნელია.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;
SEABITორალური ფხვნილი/ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი, გამოიყენება მოშენებულ ორაგულებში გავრცელებული  (Salmo salar) პარაზიტისა და ცისარტყელა კალმახებში (Oncorhynchus mykiss) გავრცელებული (Lepeophtheirus sp. და Caligus sp.) პარაზიტების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზა

„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.“
SEABITორალური ფხვნილი/ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსისაკვებში არევით ორალური გზით გამოიყენება. ემამექტინ ბენზოატ’ის ფარმაკოლოგიური დოზა 50 µg/kg ცოცხალი წონაა.მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღეა. პრაქტიკული დოზის სახით 1 gr SEABIT 40 kg ცოცხალ წონას მკურნალობს.
რეკომენდებული სამკურნალო გამოყენების რაოდენობა; 12 თვეში 3-ჯერ მეტი არ უნდა იყოს იმ პირობით, რომ სიცოცხლის ციკლის განმავლობაში 5 სამკურნალო გამოყენებას არ უნდა გადააჭარბოს.