ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Oksimed ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაცია%50 ოქსიტეტრაციკლინი
გამოყენების სფერო და ჩვენებები
Oksimed ორალური ხსნარის ფხვნილი გამოიყენება სახორცე ინდაურსა და ქათამში, აგრეთვე ხბოებში, რომელთა მაჭიკის ფუნქცია ჯერ არ ამოქმედებულა, ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციების სამკურნალოდ.
ქათამსა და ინდაურში; ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადება (M. gallicepticum), ფსიტაკოზი (Chlamidia psittaci), ინფექციური სინოვიტი (M.synovia), ქოლერა (P. multocida) და სასუნთქი სისტემის სხვა ინფექციების დროს.
შეფუთვა
250 gr, 500 gr, 1 kg, 5 kg და 25 kg.
ფარმაკოლოგიური თვისებები
Oksimed ორალური ხსნარის ფხვნილი-ს მოქმედი ნივთიერება ოქსიტეტრაციკლინი ტეტრაციკლინის წარმოებული, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ავლენს. ბაქტერიის რიბოსომის 30 S ქვედანაყოფის რეცეპტორს უკავშირდება, აფერხებს mRNA რიბოსომის აქცეპტორთან ა_ მინოაცილ tRNÂ’-ის შეერთებას და, რადგან პეპტიდურ ჯაჭვს ახალ ამინომჟავას ვერ უკავშირებს, ცილის სინთეზს აინჰიბირებს.
ბაქტერიები, რომელთა მიმართაც ოქსიტეტრაციკლინი მოქმედებს, შემდეგია;
გრამდადებითი აერობული ბაქტერიები (Bacillus sp.. Corynebacterium sp., Erysipelothrix rhusiopathia, Listeria monocytogenes და Streptococci), გრამუარყოფითი ბაქტერიები (Actinobacıilus sp., Bordetella sp., Francisella tularensis, Haemophilus sp., Pasteurella multocida, P. haemolytica, Yersinia sp., Campylobacter fetus, Borrelia sp. და Leptospira sp. Moraxella bovis), ანაერობული ბაქტერიები (Actinomyces sp., Fusobacterium sp.,) და Chlamydia sp,, Ehrlichia sp., Coxiella burnetti და Anaplasma’-ზე მოქმედება კარგი ხარისხისაა.
შეძენილი რეზისტენტობის გამო Staphylococci, Enterococci, Enterobacter sp., Enterobacteriaceae-ს ოჯახში შემავალ Enterobacter sp., E.coli, Klebsiella sp., Proteus sp., Salmonella sp., ანაერობული ბაქტერიებიდან Bacteroides sp. და Clostridium sp.’-ზე მოქმედება ცვალებადია.
Mycobacterium sp., Proteus vulgaris, Pseudomonas aeroginosa, Serratia sp., Mycoplasma bovis და M. hyopneumoniae ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტულად მიიჩნევა.
ორალური გზით გამოყენებისას სწრაფად და მაღალი კონცენტრაციით შეიწოვება, მთელ ორგანიზმში ვრცელდება და სხვადასხვა სახეობის ცხოველში სისხლში ნახევრად დაშლის პერიოდი 6 – 8 საათს შორისაა. ეფექტური სისხლის კონცენტრაციის შესანარჩუნებლად საჭიროა გამოყენების 12 საათიანი ინტერვალებით განმეორება. ეფექტური კონცენტრაციით პლევრაში, პერიტონეუმსა და თავ-ზურგის ტვინის სითხეში გადადის. გროვდება ღვიძლში, ელენთაში, პროსტატაში, ნაღველსა და შარდში. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური პროფილი სისტემური ინფექციების მკურნალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ოქსიტეტრაციკლინი დიდი წილით შარდით და უფრო დაბალი წილით ასევე ნაღვლის გზით გამოიყოფა. ამიტომ ის საკმაოდ ეფექტურია საშარდე სისტემის დარღვევების, ღვიძლის ინფექციების დროს. ნაღვლის გზით გამოყოფილი ნაწილი ნაწლავებიდან უკუშეიწოვება და ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში შედის.