ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Ertruth 35% ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

ERTRUTH % 35 ორალური ხსნარის ფხვნილი; თეთრი ან თეთრთან მიახლოებული ფერისაა და 1gr’-ში შეიცავს 350 mg ერითრომიცინ ფუძის ეკვივალენტ ერითრომიცინ თიოციანატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ერითრომიცინი, Streptomyceserythreus’-დან მიღებული მაკროლიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. ბაქტერიებში 50S რიბოსომულ ქვედანაყოფებს უკავშირდება და მზარდი პეპტიდური ჯაჭვის ბოლოს პეპტიდური ბმის ფორმირებას ბლოკავს, რის შედეგადაც პროტეინის სინთეზის დარღვევით ავლენს მოქმედებას. ერითრომიცინი ძირითადად ბაქტერიოსტატიკურია, თუმცა მაღალი კონცენტრაციებით ბაქტერიციდულ მოქმედებას ავლენს.
მისი მოქმედების სპექტრში შემავალი ბაქტერიებია; გრამ-დადებითი აერობები; Bacillus sp.,Staphylococcus sp., Sterptococcus sp. (პენიცილინისადმი რეზისტენტული ბეტა-ლაქტამაზას გამომყოფების ჩათვლით), Corynebacterium sp.,Erysipelotrixrhusiopathiae,
გრამ-უარყოფითი აერობები; Actinobacillus sp.,Campylobacter sp., Leptospira sp.,
ანაერობული ბაქტერიები; Clostridium sp.,Bacteroides sp. (B. Fragilis გარდა), ზოგიერთი Fusobacterium sp.,Actinomyces sp., ანაერობული კოკები.
Pasteurella sp.,Haemophilus sp., Enterococcus sp., ზოგიერთი Bordetella sp., Legionella sp., Erhlichia-ს სახეობები ზომიერად მგრძნობიარეა.
Mycobacterium sp.,Nocardia sp., Enterobacteriaceae, E. coli, Klebsiealla sp., Pseudomanas sp., B. fragilis, Chlamydiapsittaciრეზისტენტულია.
ERTRUTH % 35 ორალური ხსნარის ფხვნილი, ორალური გზით მიცემის შემდეგ, წვრილი ნაწლავების ზედა ნაწილიდან ადვილად შეიწოვება, 1 – 2 საათში აღწევს პლაზმის პიკურ კონცენტრაციას და სწრაფად ნაწილდება სხეულის ყველა ქსოვილსა და სითხეში; ღვიძლში, ფილტვებსა და თირკმელებში მაღალი ოდენობით გვხვდება. ორგანიზმიდან დიდწილად ნაღვლით და უფრო მცირე ოდენობით შარდითაც გამოიყოფა.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

ERTRUTH % 35 ორალური ხსნარის ფხვნილი; ქათმებში სასუნთქი სისტემის ინფექციები, ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადება (CRD), ჰაერის პარკის ანთება (airsacculitis), გადამდები ნაზლე (enfeksiyözkoriza), Ornithobacterium rhinotracheale, ინფექციური სინუსიტი და განსაკუთრებით პენიცილინისადმი რეზისტენტული Staphylococcous და Streptokoklar-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობაში.

გამოყენების წესი და დოზა

‘თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული’
21 mg ერითრომიცინი / kg ცოცხალი წონა / დღე დოზის გაანგარიშებით გამოიყენება.
პრაქტიკული დოზა:60gr ERTRUTH % 35 ორალური ხსნარის ფხვნილი: მკურნალობს 1 ტონა ცოცხალ წონას. საჭირო ოდენობა დღიურ სასმელ წყალში ემატება და სმევენ 3-5 დღის განმავლობაში. წამლიანი წყალი ყოველდღე ახლად უნდა მომზადდეს.