ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Danomed ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

DANOMED ორალური ხსნარის ფხვნილი
თითოეულ გრ’-ში შეიცავს 100 mg დანოფლოქსაცინის ეკვივალენტ რაოდენობის დანოფლოქსაცინ მესილატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დანოფლოქსაცინი არის ძლიერი in vitro აქტივობის მქონე სინთეზური ფტორქინოლონი. დანოფლოქსაცინის ანტიმიკრობული აქტივობა ემყარება მიკრობული დნმ ჯირაზას ფერმენტების ინჰიბირებას. ინჰიბირებადი ეფექტი ვლინდება ფერმენტული რეაქციების მეორე ეტაპზე და აფერხებს დნმ’-ის გაყოფისა და ხელახლა გაერთიანების ფუნქციებს. დანოფლოქსაცინი სხვა ფტორქინოლონებთან საერთო მექანიზმით ქმნის მუდმივ კომპლექსს დნმ-სა და ფერმენტს შორის. ამის შედეგად წყდება დნმ’-ის რეპლიკაცია და ტრანსკრიფცია.
ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიებია; E.coli, Salmonella sp., Enterobacter sp., Serratia sp., Proteus sp., Klebsiella sp., Shigella sp., Yersinia sp., Moraxella sp., Acinobacter sp., Actinobacillus sp., Pasteurella sp., Leptospira sp., Campylobacter sp., Citrobacter sp., Haemophilus sp., Ehrlichia sp., Coxiella brunetti, მათ შორის მეთიცილინისა და გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული Staphylococcus sp., მათ შორის პენიცილინის მიმართ რეზისტენტული N.gonorrhoeae, N. meningiditis, Corynebacterium sp., Chlamydia sp., V.cholerae, Mycoplasma sp.’.
Strep. suis, Strep. agalactia, Strep dysgalactia, Strep. zooepidemicus, R.equi, Mycobacterium sp. ავლენენ ზომიერ მგრძნობელობას. ანაერობული კოკების უმეტესობა, Clostridium sp., Bacteroides sp., და Ps. maltophila ქინოლონების მიმართ ჩვეულებრივ ნაკლებად მგრძნობიარე ან რეზისტენტულია.
დანოფლოქსაცინი ფრინველებში ორალური მიღებიდან 1,5 საათის შემდეგ აღწევს პიკურ შრატის კონცენტრაციას 0,47 µg/ml. ნახევარდაშლის პერიოდია 6,62 საათი და ბიოშეღწევადობა %99’-ია.

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

ხორცისა და სანაშენე წიწილებში, Mycoplasma gallisepticum და Myc. synoviae’-ით გამოწვეული ქრონიკული სასუნთქი გზების დაავადების (CRD)‘-ის მკურნალობაში;
Myc. gallisepticum’-ით გამოწვეული სინუსიტის ინფექციის მკურნალობაში;
E.coli’-ით გამოწვეული (E.coli სასუნთქი დაავადება, საკულიტი ან კოლისეპტიცემია) ან მისი მონაწილეობით განვითარებული სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის (კოლიბაცილოზი) ინფექციების მკურნალობაში;
Salmonella sp.’-ით გამოწვეული ნაწლავური და სისტემური ინფექციების მკურნალობაში გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

‘თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული’
ფარმაკოლოგიური დოზა:ფრინველებში E.coli და CRD მკურნალობისთვის არის 5 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში.
1 კვირაზე ნაკლები ასაკის წიწილებში Mycoplasma ინფექციებში არის 50 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში.
პრაქტიკული დოზა: 100 kg ცოცხალ წონაზე 5 გრ DANOMED ემატება სასმელ წყალში და გამოიყენება.
1 კვირაზე ნაკლები ასაკის წიწილებში 100 kg ცოცხალ წონაზე 50 გრ DANOMED გამოიყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 3 დღე.