ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Medicamox ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

MEDICAMOX ორალური ხსნარის ფხვნილი, თეთრი-მოყვითალო-თეთრი ფერის წვრილი ნაწილაკებისგან შემდგარი ფხვნილია, რომელიც 1გრ’-ში შეიცავს 564,3 mg (500 mg ამოქსიცილინის ეკვივალენტ) ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

MEDICAMOX ორალური ხსნარის ფხვნილი, ნახევრად-სინთეზური და ფართო ანტიბაქტერიული სპექტრის მქონე პენიცილინის ნაწარმ ამოქსიცილინის საფუძველზე მომზადებული ფხვნილისებრი ფორმულაციაა. ამოქსიცილინი ბაქტერიის უჯრედის კედელში არსებულ სპეციფიკურ ცილებთან შეკავშირებით თრგუნავს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს და იწვევს ბაქტერიის დაშლას, ამგვარად მგრძნობიარე პათოგენურ ბაქტერიებში ყალიბდება ბაქტერიციდული მოქმედება. ამოქსიცილინი ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ისე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
მგრძნობიარე ბაქტერიები: ბეტა ჰემოლიზური Streptococcus sp’-ების ჩათვლით უმეტესი გრამდადებითი ბაქტერიები (Strep. agalactiae, S. canis, S. zooepidemicus, S. dysgalactiae, S. suis, S. uberis, Bacillusanthracis, Actinomyces sp., çoğu Corynebacter sp., Erysipelothrixrhusiopathiae, çoğu Listeriamonocytogenes), ზოგიერთი ანაერობი (Clostridium sp., çoğu Fusobacterium sp., ზოგიერთი Bacteroides sp.), ზოგიერთი გრამუარყოფითი აერობი (Haemophilussomnus), Borrelia sp.,Leptospira sp., Actinobacillus sp., Haemophilus sp., Moraxella sp., Pasteurella sp..
საშუალო ხარისხის მგრძნობელობის მქონე ბაქტერიები: შეძენილი იმუნიტეტის გამო ცვალებადობის მიუხედავად, შემდეგი ბაქტერიები საშუალო ხარისხით მგრძნობიარეა; Actinobacillus sp.,Borrelia sp., Haemophilus sp., Leptospira sp., Moraxella sp., Pasteurella sp., Proteus sp., Taylorellaequigenitalis, Serpulina sp., Campylobacter sp., Enterococci, Rhodococcusequi, Enterobacteriaceae’-ში რეზისტენტობის განვითარება ფართოდ არის გავრცელებული.
რეზისტენტული ბაქტერიები:Bacteroidesfragilis, Bordetellabronchiseptica, Citrobacter sp.,Enterobacter sp., Klebsiella sp., diğer Proteus sp., Pseudomonasaeroginosa, Serratia sp., Yersiniaenterocolitica.
ცხოველებისთვის პირის გზით მიცემისას ის ადვილად და თითქმის სრულად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი არხიდან, ნახევარ საათში აღწევს სისხლში ეფექტურ კონცენტრაციას და ფართო მასშტაბით ნაწილდება მთელ სხეულში. განსაკუთრებით კონცენტრირდება სასუნთქ გზებში, ღვიძლში, თირკმელსა და საშარდე სისტემაში. ეფექტური კონცენტრაციით ის გადადის ასევე რბილ ქსოვილებში, კანსა და ლორწოვან გარსებში. ამოქსიცილინი ძირითადად ტუბულური სეკრეციის მექანიზმით თირკმელების მეშვეობით გამოიყოფა სხეულიდან. ერთი დოზით მიცემული პრეპარატის მცირე ნაწილი ჰიდროლიზდება პენიცილოინ მჟავამდე და გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ხოლო დიდი ნაწილი ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

MEDICAMOX ორალური ხსნარის ფხვნილი, ხორცის ქათამსა და ინდაურებში დაფიქსირებული Colibacillosis, Pullorum, ტიფო, პარატიფო, ინდაურების საჰაერო პარკის ანთება, ინფექციური კორიზა, Listeriosis, Clostridium ინფექციები და ვირუსული და Mycoplasma წარმოშობის (CRD და CCRD) დაავადებებთან ასოცირებული მეორადი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

‘თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული’
ამოქსიცილინის მიხედვით გამოსაყენებელი პრეპარატის დოზაა 20 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში; გამოყენება ხორციელდება სასმელი წყლის გზით, დაავადების სიმძიმის მიხედვით 3-5 დღის განმავლობაში. დღიური მისაღები დოზა შეიძლება მიეცეს 2-3 საათში მოსახმარ სასმელ წყალში გახსნით.
ხორცის ქათამსა და ინდაურებში კოლექტიური მკურნალობისთვის, ჯამური ცოცხალი წონის მიხედვით გამოსათვლელი დღიური პრეპარატის რაოდენობა;
MEDICAMOX ორალური ხსნარის ფხვნილი= ფრინველის რაოდენობა x საშუალო ცოცხალი წონა x 40/1000