ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Medicalin ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაMEDICALIN ორალური ხსნარის ფხვნილი, თეთრი-ღია კრემისფერი წვრილი ნაწილაკებისგან შემდგარი ფხვნილია, რომელიც 1 გრ ფხვნილში შეიცავს; 400 mg ლინკომიცინის ფუძის ეკვივალენტ ლინკომიცინ ჰიდროქლორიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
MEDICALIN ორალური ხსნარის ფხვნილი-ს მოქმედი ნივთიერება ლინკომიცინი, Streptomyceslincolnensis’-დან მიღებული; ლინკოზამიდების კლასს მიკუთვნებული ანტიბიოტიკია. 50S რიბოსომულ ქვეერთეულებზე ზემოქმედებით, ის თრგუნავს რიბოსომულ ცილების სინთეზს. ლინკომიცინის ანტიბაქტერიული აქტივობა განსაკუთრებით გრამდადებით ბაქტერიებსა და ანაერობულ ბაქტერიებზეა მიმართული. Bacillus sp.,Corynebacterium sp., Erysipelothrixrhusiopathiae, Stapylococcus sp., Streptococcus sp. (Enterococcuscpp გარდა), Campylobacter sp.,Actinomyces sp., Bacteroides sp. (Bac. fragilis ჩათვლით), Clostridiumperfiringes (სხვა Clostridiumsp გარდა), Fusobacteirum sp., ანაერობული კოკები მგრძნობიარეა. პირველ რიგში Klebsiella sp.,Salmonella sp., Pseudomonas sp., Pasteurella sp. ჩათვლით გრამუარყოფითი ბაქტერიები, Nocardia sp.,Mycobacterium sp. კი რეზისტენტულია. ორალური გზით მიღების შემდეგ ის სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან და სისხლში პიკურ კონცენტრაციას აღწევს 2-4 საათის განმავლობაში. მიღების შემდეგ ლინკომიცინი’ს დაახლოებით 70%’ი პლაზმის ცილებთან შეკავშირებით ტრანსპორტირდება და განსაკუთრებით ლორწოში აღწევს ძალიან მაღალ პენეტრაციის მნიშვნელობებს. მისი განაწილება ძვლოვან ქსოვილში კარგ დონეზეა. ანთების არარსებობის შემთხვევაშიც კი ის დიფუნდირებს პლევრულ და პერიტონეალურ სითხეში. ამასთან ლინკომიცინი; განსაკუთრებით პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილებით ტრანსპორტირებით ინფექციის უბანში კონცენტრირდება. მიღების შემდეგ ლინკომიცინი დიდი წილად ექსკრემენტებით (77%) და შარდით (14%) გამოიყოფა.
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
MEDICALIN ორალური ხსნარის ფხვნილი, მიკოპლაზმებით, გრამდადებითი და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიით გამოწვეული,
ქათმებში ფრინველის მიკოპლაზმური წარმოშობის CRD ან საჰაერო პარკის ანთების, კოლიფორმული ინფექციების, ნეკროზული ენტერიტის (Clostridiumperfringens) და დერმატიტის მკურნალობაშია ნაჩვენები.
გამოყენების წესი და დოზა
“თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული”
MEDICALIN ორალური ხსნარის ფხვნილი ფრინველებსა და ინდაურებში გამოიყენება სასმელ წყალში გახსნით.
ფარმაკოლოგიური დოზაა 5 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში, ხოლო პრაქტიკულად ყოველ 80 kg ცოცხალ წონაზე გამოიყენება 1 გრამი ფხვნილი. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7 დღე. ნამკურნალები წყალი ყოველდღე ახლად უნდა მომზადდეს. რეკომენდებულია ცხოველების უწყლოდ დატოვება ნამკურნალები წყლის მიცემამდე 2-3 საათით ადრე.