ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Tilomed 30% ორალური ხსნარი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაფარმაკოლოგიური თვისებები
TILOMED %30 ორალური ხსნარი,არის ფორმულაცია, რომელიც ეფექტურია ტილმიკოზინის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ტილმიკოზინი არის ტილოზინისგან სინთეზირებული ნახევრად სინთეზური მაკროლიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ის ეფექტს ავლენს ბაქტერიის უჯრედში ცილის სინთეზის ინჰიბირებით. მოქმედების სპექტრის თვალსაზრისით ტილოზინის მსგავსია, თუმცა Pasteurella sp.’ს მიმართ უფრო ეფექტურია.
ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიებია:Staphylococcus aureus, Streptococcus agalactica, Corynebacterium pyogenes, Clostridium perfringens, Mycoplasma sp., Ornithobacterium rhinotracheale, Pasteurella hemolytica, Pasteurella multocida, Haemophilus somnus, Fusobacterium necrophorum’ა.
ფრინველებში ორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და სისხლის მიმოქცევაში, ხოლო სისხლიდან სწრაფად ნაწილდება ინფექციის უბნებში. ფილტვებში (2,3 μg/ml) და საჰაერო პარკებში (3,29 μg/ml) ტილმიკოზინის ყველაზე მაღალ კონცენტრაციას აღწევს მკურნალობიდან 48 საათის შემდეგ, ხოლო სისხლში 10 μg/ml’იან ყველაზე მაღალ პლაზმის დონეს აღწევს 84 საათის შემდეგ. გამოყენებიდან 6 საათის შემდეგამდე ტილმიკოზინი გვხვდება ფილტვებსა და საჰაერო პარკებში. ფილტვებში წამლის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შრატთან შედარებით 6,2-ჯერ მაღალია. ნაწილობრივ დიმეთილდება და ჰიდროქსილდება ან აღდგება სულფატად. ძირითადად მაღალი კონცენტრაცია აქვს ღვიძლსა და თირკმელებში, ამის გარდა უფრო ნაკლები ოდენობით ნაწილდება კუნთებსა და ცხიმებშიც. გამოიყოფა შარდითა და ნაღვლის გზებით.
გამოყენების სფერო და ჩვენებები
TILOMED %30 ორალური ხსნარი, გამოიყენება ხორცის ქათმებსა და ინდაურებში Mycoplasma gallisepticum, M. synoviae, Ornithobacterium rhinotracheale, Pasteurella multocida და სხვა მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული სასუნთქი სისტემის ინფექციების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზა
‘თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული’
ფარმაკოლოგიური დოზა:ფრინველებში ტილმიკოზინის დღიური დოზა გამოითვლება 15-20 mg/kg ცოცხალი წონის ოდენობით და ემატება სასმელ წყალს.
პრაქტიკული დოზა:1000 kg ცოცხალ წონაზე 50-70ml Tilomed ერევა სასმელ წყალში და ეძლევა დღიური დოზის სახით. გამოყენება გრძელდება 3 დღე. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1-2 დღე. სამკურნალო წყალი ყოველდღე ახლად უნდა მომზადდეს. მკურნალობის დროს რეკომენდებული დოზები არ უნდა გადააჭარბოს.