ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Tetramed ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაTETRAMED არის ღია თეთრი, ჰომოგენური ფხვნილი, რომელიც ყოველ გრ’ში შეიცავს 500 mg ტეტრაციკლინის ექვივალენტური რაოდენობის ტეტრაციკლინ HCl-ს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
TETRAMED არის ანტიბაქტერიული პროდუქტი, რომელიც შეიცავს ტეტრაციკლინს. მისი მოქმედი ნივთიერება ტეტრაციკლინი არის ფართო სპექტრის და ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი. ტეტრაციკლინი ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს ავლენს ბაქტერიის რიბოსომებში ცილის სინთეზის ინჰიბირების გზით. ისინი ბლოკავენ რიბოსომების 30 S ქვედანაყოფების აქცეპტორ უბანზე ამინოაცილ-ტრანსფერ RNA’ს დაკავშირებას და შეუძლებელს ხდიან ამინომჟავის დამატებას პეპტიდურ ჯაჭვზე. მოქმედების სპექტრი შემდეგია: გრამდადებითი აერობები: Bacillus sp.. Corynebacterium sp., Erysipelothrix rhusiopathiae, Listeria monocytogenes და Streptococcus sp. გრამუარყოფითი ბაქტერიები: Actinobacillus sp.. Bordetella sp., Francisella tularensis, Haemop¬hilus sp., Pasteurella multocida, P. haemolytica, Yersinia sp., Campylobacter fetus, Borrelia sp., Leptospira sp., Moraxella bovis. ანაერობები: Actinomyces sp., Fusobacterium sp. და Mycoplasma sp.. Chlamydia sp., Ehrlichia sp., Coxiella burnetti, Ehrlichia, Eperythrozoon და Anaplasma’ზე მისი მოქმედება კარგია.
შეძენილი რეზისტენტობის გამო Staphylococcus sp., Enterococcus sp., Enterobacter sp., Enterobacteriaceae ოჯახში შემავალ Enterobacter sp., E.coli, Klebsiella sp., Proteus sp., Salmonella sp., ანაერობული ბაქტერიებიდან Bacteroides sp. და Clostridium sp.’ზე მისი მოქმედება ცვალებადია. Mycobacterium sp., Proteus vulgaris, Pseudomonas aeroginosa, Serratia sp., Mycoplasma bovis და M. hyopneumoniae ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტულად ითვლება. ტეტრაციკლინები ორალურად გამოყენების შემდეგ ძალიან სწრაფად შეიწოვებიან და ფართოდ ნაწილდებიან ორგანიზმის ყველა ქსოვილში. ისინი ადვილად აღწევენ სითხეებსა და ქსოვილებში და მცირე დროში აღწევენ ეფექტურ კონცენტრაციებს. ქსოვილებში მაღალი დონით გვხვდება ღვიძლის, თირკმლისა და ძვლოვან ქსოვილში. წამლის ძალიან მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება. მისი გამოყოფა ხდება ძირითადად შარდითა და ფეკალური მასებით.
გამოყენების სფერო და ჩვენებები
TETRAMED გამოიყენება ხბოებში; ბაქტერიული ენტერიტისა და ბაქტერიული პნევმონიის დროს. ფრინველებში; სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების (C.R.D.) ლურჯი ბიბილოს, კორიზას, ქოლერას, პულოროზის, ინფექციური სინოვიტისა და სინუსიტის, ჰემორაგიული სეპტიცემიის, სხვადასხვა სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ინფექციებისა და ფაღარათის დროს.
გამოყენების წესი და დოზა
„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.“
ფარმაკოლოგიური დოზა: ფრინველებისთვის შეადგენს 50 mg/kg/ც.წ./დღე’ში, მცოხნავებისთვის შეადგენს 20 mg/kg/ც.წ./დღე’ში.
პრაქტიკული დოზა: 100 kg ცოცხალ წონაზე ფრინველებში დღეში 10 გრ TETRAMED, მცოხნავებში დღეში 4 გრ TETRAMED ემატება სასმელ წყალს (ნუ აურევთ რძეში) და ასე გამოიყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 3-5 დღე
არასასურველი / გვერდითი ეფექტები
ტეტრაციკლინებს, ზოგადად, შესაძლოა გამოიწვიონ ნაწლავის ფლორის დარღვევა, ამიტომ მათ აქვთ სუპერინფექციის გამოწვევის რისკი. მზარდ ძვლოვან ქსოვილებსა და კბილებში კალციუმთან ქელატის წარმოქმნით იწვევენ ძვლებისა და კბილების ფერის ცვლილებას. იშვიათად, თუმცა შესაძლებელია მკურნალობის დროს გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
სპეციალური კლინიკური ინფორმაცია და სამიზნე სახეობებისთვის სპეციალური გაფრთხილებები
ვინაიდან ტეტრაციკლინი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულია, რუმენის ფუნქცია დაწყებულ ხბოებში მისი გამოყენება შესაძლოა რუმენის ფუნქციის დამრღვევ ეფექტს ავლენდეს. ამ მიზეზით ამ ცხოველებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
წამლის ურთიერთქმედებები
არ უნდა იქნეს გამოყენებული მინერალურ საკვებ დანამატებთან ერთად, ორ- და სამვალენტიანი მინერალები ამცირებენ ტეტრაციკლინების შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ბისმუტ სუბკარბონატმა შესაძლოა შეამციროს ტეტრაციკლინების შეწოვა. არ უნდა იქნეს გამოყენებული ბაქტერიციდულად მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებებთან, როგორიცაა ბეტა-ლაქტამები, ერთად. ხბოებში უნდა იქნეს გამოყენებული რძის წოვამდე 2-3 საათით ადრე ან მის შემდეგ.
საკვებში წამლის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
წამლის ნარჩენებისგან გასუფთავების პერიოდი (წ.ნ.გ.პ.); მკურნალობის განმავლობაში და წამლის ბოლო გამოყენე¬ბის შემდეგ ხორცისთვის გამოზრდილი ფრინველები 7 დღისა და ხბოები 15 დღის გასვლამდე არ უნდა გაიგზავნოს დასაკლავად. კვერცხის მომცემი ფრინველების კვერცხი წამლის გამოყენების განმავლობაში და გამოყენების შეწყვეტის შემდეგ 14 დღის გასვლამდე არ უნდა მიეწოდოს მოხმარებას.
უკუჩვენებები
ტეტრაციკლინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას, ღვიძლისა და/ან თირკმლის სერიოზული დაავადებების დროს არ უნდა იქნეს გამოყენებული პენიცილინთან ან ცეფალოსპორინებთან კომბინაციაში.
ზოგადი გაფრთხილებები
‘გამოყენებამდე და მოულოდნელი ეფექტის შემჩნევისას მიმართეთ ვეტერინარ ექიმს.’
‘ინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას’
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულად. ვარგისიანობის ვადა ორი წელია.
კომერციული ფორმა
გამოშვებულია გასაყიდად 20 გრ თეთრ პლასტმასის ფლაკონებში კოლოფით, ხოლო 100 გრ, 500 გრ, 1 kg და 2.5 kg’იან თეთრ პლასტმასის ქილებში უკოლოფოდ.
გაყიდვის ადგილი და პირობები
იყიდება ვეტერინარი ექიმის რეცეპტით ვეტერინარულ კლინიკებსა და აფთიაქებში. (VHR)