ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Tetraklor ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

TETRAKLOR არის ღია თეთრი, ჰომოგენური ფხვნილი, რომელიც ყოველ გრ’ში შეიცავს 600 mg ქლორტეტრაციკლინის ექვივალენტური რაოდენობის ქლორტეტრაციკლინ HCl-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

TETRAKLOR-ის შემთხვევაში ქლორტეტრაციკლინის ანტიბაქტერიული სპექტრი იგივეა, რაც ოქსიტეტრაციკლინისა, და მოქმედებს გრამ (+) და გრამ (-) ბაქტერიებზე, რიკეტსიებსა და სპიროქეტებზე, ხოლო მაღალი დოზებით მიკოპლაზმებზე. განსაკუთრებით პენიცილინისა და სტრეპტომიცინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკების მკურნალობისას ის შესაძლოა არჩევანის საშუალებად ჩაითვალოს. ასევე, რადგან ის მაღალი დონით გროვდება ღვიძლსა და ელენთაში, ამ ორგანოების ინფექციების დროსაც მნიშვნელოვან არჩევანს წარმოადგენს. ქლორტეტრაციკლინის მოქმედება ბაქტერიებზე შემდეგია:
გრამდადებითი აერობები (Bacillus sp. Corynebacterium sp., Erysipelothrix rhusiopathia, Listeria monocytogenes და Streptococci). გრამუარყოფითი ბაქტერიები (Actinobacillus sp.. Bordetella sp.. Francisella tularensis. Haemophilus sp., Pasteurella multocida, P.haemolytica, Yersinia sp., Campylobacter fetus, Borrelia sp. და Leptospira sp. Moraxella bovis). ანაერობები (Actinomyces sp., Fusobacterium sp.) და Mycoplasma sp., Chlamydia sp., Ehrlichia sp., Coxiella brunetii, Ehrlichia, Eperythrozoon და Anaplasma’ზე მისი მოქმედება კარგია.
შეძენილი რეზისტენტობის გამო Staphylococci, Enterococci, Enterobacter sp., Enterobactericeae ოჯახში შემავალ Enterobacter sp., E.coli, Klebsiella sp., Proteus sp., Salmonella sp., ანაერობული ბაქტერიებიდან Bacteroides sp. და Clostridium sp.’ზე მისი მოქმედება ცვალებადია.
Mycobacterium sp.. Proteus vulgaris, Pseudomonas aeruginosa, Serratia sp., Mycoplasma bovis და M. hyopneumoniae ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტულად ითვლება.
ორალურად მიღებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სწრაფად შეიწოვება და 2-4 საათში აღწევს თერაპიულ, ხოლო 4-8 საათში მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში. ამ კონცენტრაციას ინარჩუნებს 6 საათის განმავლობაში. ნახევრად დაშლის პერიოდი არის 5,5 საათი. პლაზმის ცილებს უკავშირდება % 40-50 ოდენობით. დიდი რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებიდან გლომერულური ფილტრაციით შარდთან ერთად. მცირე რაოდენობით ასევე გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან და რძესთან ერთად. ზრდის ეტაპზე მყოფ ბაქტერიებში ხელს უშლის DNA’ს რიბოსომებთან დაკავშირებას და ცილის სინთეზის შეფერხების გზით ახდენს ბაქტერიციდულ ზემოქმედებას.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

TETRAKLOR ორალური ხსნარის ფხვნილი გამოიყენება ხბოებში; ბაქტერიული ენტერიტისა და ბაქტერიული პნევმონიის დროს. ფრინველებში; სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების (C.R.D.) ლურჯი ბიბილოს, კორიზას, ქოლერას, პულოროზის, ინფექციური სინოვიტისა და სინუსიტის, ჰემორაგიული სეპტიცემიის, სხვადასხვა სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ინფექციებისა და ფაღარათის დროს.

გამოყენების წესი და დოზა

„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.“
ფარმაკოლოგიური დოზა: ფრინველებისა და ხბოებისთვის საერთოა და შეადგენს 20-60 mg/kg/ც.წ/დღე’ში.
პრაქტიკული დოზა: 100 kg ცოცხალ წონაზე ფრინველებსა და ხბოებში დღეში 3-10 გრ Tetraklor ემატება სასმელ წყალს და ასე გამოიყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 5-7 დღე

არასასურველი / გვერდითი ეფექტები
ტეტრაციკლინებს, ზოგადად, შესაძლოა გამოიწვიონ ნაწლავის ფლორის დარღვევა, ამიტომ მათ აქვთ სუპერინფექციის გამოწვევის რისკი. მზარდ ძვლოვან ქსოვილებსა და კბილებში კალციუმთან ქელატის წარმოქმნით იწვევენ ძვლებისა და კბილების ფერის ცვლილებას. იშვიათად, თუმცა შესაძლებელია მკურნალობის დროს გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

სპეციალური კლინიკური ინფორმაცია და სამიზნე სახეობებისთვის სპეციალური გაფრთხილებები
ვინაიდან ტეტრაციკლინი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულია, რუმენის ფუნქცია დაწყებულ ხბოებში მისი გამოყენება შესაძლოა რუმენის ფუნქციის დამრღვევ ეფექტს ავლენდეს. ამ მიზეზით ამ ცხოველებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

წამლის ურთიერთქმედებები
არ უნდა იქნეს გამოყენებული მინერალურ საკვებ დანამატებთან ერთად; ორ- და სამვალენტიანი მინერალები ამცირებენ ტეტრაციკლინების შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ბისმუტ სუბკარბონატმა შესაძლოა შეამციროს ტეტრაციკლინების შეწოვა. არ უნდა იქნეს გამოყენებული ბაქტერიციდულად მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებებთან, როგორიცაა ბეტა-ლაქტამები, ერთად. ხბოებში უნდა იქნეს გამოყენებული რძის წოვამდე 2-3 საათით ადრე ან მის შემდეგ.

საკვებში წამლის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
წამლის ნარჩენებისგან გასუფთავების პერიოდი (წ.ნ.გ.პ.); მკურნალობის განმავლობაში და წამლის ბოლო გამოყენე¬ბის შემდეგ ხორცისთვის გამოზრდილი ფრინველები და ხბოები 14 დღის გასვლამდე არ უნდა გაიგზავნოს დასაკლავად. მკურნალობის განმავლობაში და წამლის ბოლო გამოყენების შემდეგ 14 დღის განმავლობაში მიღებული კვერცხები არ უნდა მიეწოდოს ადამიანის მოხმარებას.

უკუჩვენებები
ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობელობის მქონე ცხოველებსა და მცოხნავებში არ უნდა იქნეს გამოყენებული.

ზოგადი გაფრთხილებები
‘გამოყენებამდე და მოულოდნელი ეფექტის შემჩნევისას მიმართეთ ვეტერინარ ექიმს.’ ‘ინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას’

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულად. ვარგისიანობის ვადა ორი წელია.

კომერციული ფორმა
გამოშვებულია გასაყიდად 20 გრ თეთრ პლასტმასის ფლაკონებში კოლოფით, ხოლო 100 გრ, 500 გრ, 1 kg და 2.5 kg’იან თეთრ პლასტმასის ქილებში უკოლოფოდ.

გაყიდვის ადგილი და პირობები
იყიდება ვეტერინარი ექიმის რეცეპტით ვეტერინარულ კლინიკებსა და აფთიაქებში. (VHR)