ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Sulfa-Terra ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაფარმაკოლოგიური თვისებები
SULFA-TERRA ორალური ხსნარის ფხვნილი დაბალანსებული თანაფარდობით სულფადიმეტოქსინ ნატრიუმისა და ოქსიტეტრაციკლინ ჰიდროქლორიდის ნარევის პრინციპზე დაფუძნებული გაძლიერებული სულფონამიდის კომბინაციაა. კომბინაციაში შემავალი სულფადიმეტოქსინ ნატრიუმი ბაქტერიის უჯრედში არსებული და ნუკლეინის მჟავას სინთეზისა და უჯრედის გამრავლებისთვის საჭირო ფოლიუმის მჟავას ბიოსინთეზს დიჰიდროფოლიუმის მჟავას სტრუქტურაში არსებული პარა-ამინობენზოის მჟავას მოლეკულის ჩანაცვლებით, ხოლო ოქსიტეტრაციკლინ ჰიდროქლორიდი ბაქტერიის უჯრედში არსებულ 30 S რიბოსომულ ქვედანაყოფთან შეერთებით აღკვეთს ამინოაცილ-tRNA’-ის mRNA- რიბოსომულ კომპლექსთან შეერთებას, შესაბამისად, პეპტიდურ ჯაჭვზე ახალი ამინომჟავას მოლეკულების მიერთებას და ამგვარად ცილის სინთეზის ბლოკირებით აფერხებენ. ამგვარად, მგრძნობიარე პათოგენურ ბაქტერიებში ყალიბდება სინერგისტული ტიპის ბაქტერიოსტატიკური და ზოგ შემთხვევაში ბაქტერიციდული ეფექტი და უზრუნველყოფილია ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი, რომელიც მოიცავს უმეტეს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს.
სულფონამიდ +ოქსიტეტრაციკლინის კომბინაციებისადმი ძირითადად მგრძნობიარე ბაქტერიებია:
-გრამდადებითი აერობები: Bacillus spp., Corynebacterium spp., Erysipelothrix rhusiopathia, Listeria monocytogenes, staphylococcus aureus, Streptococcus spp., Actinomyces spp.
-გრამუარყოფითი ანაერობები: Actinobacillus spp., Bordetella spp., Francisella tularensis, haemophilus spp., Pasteurella multocida, P. Haemolytica, Campylobacter fetus, Bornelia spp., Leptospira spp., Moraxella bovis, E. coli. Salmonella spp, Klebsiella spp., Proteus sp., Yersinia spp.,
Rickettsia spp., Pseudomonas aeroginosa. Mycoplasma spp., Mycobacterium spp., serratia spp., რეზისტენტულად მიიჩნევა.
გამოყენების სფერო და ჩვენებები
Sulfa-Terra ორალური ხსნარის ფხვნილი გამოიყენება ხბოებსა და ბატკნებში, რომელთა მაჭიკის ფუნქცია ჯერ არ ამოქმედებულა, აგრეთვე ქათამში, განსაკუთრებით ზემოთ მითითებული მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
ამ ფარგლებში;
სახორცე ქათამში; CRD, salmonellosis, კოლისეპტიცემიის, salpingitis-ის, ქოლერის, koriza-სა და სტაფილოკოკის ინფექციების დროს და მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სხვა ინფექციების დროს,
ხბოსა და ბატკანში; ბაქტერიული წარმოშობის ფაღარათების, გასტრო-ენტერიტების, კოლისეპტიცემიის, ბრონქოპნევმონიებისა და ხბოს დიფტერიის დროს გამოიყენება.
გამოყენების წესი და დოზა
‘თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული’
ქათამში; ყოველ 5 kg ცოცხალ წონაზე დღეში 1 gr Sulfa-Terra ანგარიშით, სასმელ წყალში გამოიყენება. ფრინველთა რაოდენობისა და წყლის ავზის მოცულობის მიხედვით გამოთვლილი Sulfa-Terra-ს საერთო რაოდენობა ჯერ 8-10 ლიტრ წყალში ემატება და მიიღება ჰომოგენური ნარევი. ამგვარად მომზადებული კონცენტრირებული ნარევი წყლის ავზში გადააქვთ, კარგად ურევენ და მთელი დღის განმავლობაში მუდმივად ასმევენ. დღეში მისაცემი მედიკამენტის რაოდენობა ახლად უნდა მომზადდეს. მკურნალობა 4-6 დღე გრძელდება.
ბატკანსა და ხბოში; ყოველ 10 kg ცოცხალ წონაზე პირველ დღეს 0.5 გრამი და შემდგომ დღეებში სამხარდამჭერი დოზა 0.25 გრამი ანგარიშით 4 დღე, სულ 5 დღის განმავლობაში გამოიყენება მედიკამენტი. საჭირო მედიკამენტი გარკვეული რაოდენობის წყალთან არევით ესმევა ცხოველებს.
სპეციალური კლინიკური ინფორმაცია და სპეციალური გაფრთხილებები სამიზნე სახეობებისთვის
მაჭიკის ფლორაზე უარყოფითი ეფექტების გამო არ უნდა გამოვიყენოთ ბატკანსა და ხბოში, რომელთა მაჭიკის ფუნქცია ამოქმედებულია.