ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Salcogen ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაSALCOGEN ორალური ხსნარის ფხვნილი, მოყვითალო-თეთრი ფერის, წვრილნაწილაკოვანი ფხვნილია და ყოველ გრამში შეიცავს 500 mg გენტამიცინის ფუძის ექვივალენტურ გენტამიცინის სულფატს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გენტამიცინი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ ბაქტერიციდული მოქმედების ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. ბაქტერიციდული ეფექტი ვლინდება 30 S რიბოსომულ ქვედანაყოფთან შეერთებითა და mRNA’-ის მათთან შეერთების აღკვეთით, აგრეთვე RNA’-ში კოდონების მცდარი წაკითხვის გამოწვევით. გენტამიცინისადმი ძირითადად მგრძნობიარე ბაქტერიებია; E.coli, Enterobacter sp., Campylobacter sp., Klebsiella sp., Yersinia sp., Serratia sp., Haemophilus sp., Pasteurella sp. Pseudomonas aeroginosa შტამები დაStaph. aureus უმეტესწილად მგრძნობიარეა. თუმცა Streptococcus sp.’-ის ჩათვლით სხვა გრამდადებითი ბაქტერიები, ზოგიერთი Pseudomonas sp. და ანაერობული ბაქტერიები გენტამიცინის მიმართ რეზისტენტულია. გენტამიცინი ორალური გზით გამოყენებისას გასტროინტესტინური არხიდან ძალიან მცირედ შეიწოვება. გენტამიცინი ორგანიზმში ძირითადად უჯრედგარე სითხეში ვრცელდება, ყველაზე მეტად თირკმელში, ღვიძლსა და კუნთოვან სტრუქტურებში გროვდება. პლაცენტაში პლევრისა და პერიტონეუმის ღრუებიდან გადადის. ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ცერებრო-სპინალურ სითხეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით გადადის. გენტამიცინი დიდი წილით შარდით და ძალიან მცირე რაოდენობით ასევე ნაღველითა და რძით გამოიყოფა.
გამოყენების წესი და დოზა
თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;
გენტამიცინის ფარმაკოლოგიური დოზა 4 mg/kg ცოცხალი წონა იყოს ისე, ქვემოთ მითითებული პრაქტიკული დოზებით გამოიყენება.
ხბო: მკურნალობის პირველ დღეს, დღეში 1 g SALCOGEN ორალური ხსნარის ფხვნილი/100 kg ცოცხალი წონისთვის 2’-ად გაყოფით დღეში 2-ჯერ მიეცემა, შემდგომი 4-5 დღის განმავლობაში, 0,8 g SALCOGEN ორალური ხსნარის ფხვნილი/100 kg ცოცხალი წონისთვის დოზა გაუყოფლად დღეში 1-ჯერ მიეცემა.
SALCOGEN ორალური ხსნარის ფხვნილისასმელ წყალში დამატებით ორალური გზით მიეცემა. სამკურნალო წყალი ყოველ დღე ახლად უნდა მომზადდეს.
ზოგადი გაფრთხილებები
‘გამოყენებამდე და მოულოდნელი ეფექტის შემჩნევისას მიმართეთ ვეტერინარ ექიმს.’
‘შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.’ ‘გამოყენებამდე წაიკითხეთ ანოტაცია.’
‘არ შეიძინოთ და არ გამოიყენოთ დაზიანებული შეფუთვის მქონე პროდუქტები.’
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
15-25oC’-ზე, მშრალ და გრილ გარემოში ოთახის ტემპერატურაზე, დახურულ შეფუთვაში შენახვისას, ვარგისიანობის ვადა 2 წელია.
გაფრთხილებები სამიზნეს გარეშე სახეობებისთვის:
არ უნდა გამოვიყენოთ ბოცვერის, ზღვის გოჭის, ზაზუნას მსგავს მცირე მღრღნელებში, ბატის, იხვის მსგავს აპკფეხიანებში.
სავაჭრო ფორმა:
20 g’-იანი პლასტმასის ბოთლები კოლოფით, 250 gr, 500 gr, 1kg და 2,5 kg’-იან თეთრ პლასტმასის ქილებში კოლოფის გარეშე გამოდის გასაყიდად.
ჩვენებები
SALCOGEN ორალური ხსნარის ფხვნილი, ხბოებში, განსაკუთრებით Colibacillosis-ისა და Salmonellosis-ის ჩათვლით, გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა გასტრო-ინტესტინური ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.