ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Mediflor 30% ორალური ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

ყოველ მლ-ში 300 მგ ფლორფენიკოლის შემცველი, გამჭვირვალე ღია ყვითელი ფერის ხსნარია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფლორფენიკოლი, სტრუქტურის მხრივ ქლორამფენიკოლის მსგავსი, p-ნიტროს ნაცვლად p-მეთილსულფონილისა და 3’ ნახშირბადის ატომზე პირველადი სპირტის ნაცვლად ფტორის ტარების გამო მისგან განსხვავებული ანტიბაქტერიული თვისების ნაერთია.  ფლორფენიკოლი ბაქტერიოსტატიკული მოქმედებისაა და რიბოსომულ დონეზე ბაქტერიის ცილის სინთეზის ინჰიბირებით აჩერებს ბაქტერიების განვითარებას. ფართო მოქმედების სპექტრი და სისტემური ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ფლორფენიკოლი თავის ქიმიურ სტრუქტურაში არსებული ფტორის ჯგუფის გამო ფერმენტულ დეაქტივაციას არ განიცდის, ამიტომ იმავე ჯგუფში მყოფ და სხვა ანტიბაქტერიულების მიმართ რეზისტენტობა მოპოვებულ გრამუარყოფით ბაქტერიებზე მისი მოქმედება მაღალია. ფლორფენიკოლი, განსაკუთრებით ფრინველებში კოლიბაცილოზის  გამომწვევ Escherichia coli-ზე ძლიერ ანტიბაქტერიულ უპირატესობას ფლობს. In vitro ლაბორატორიულ ტესტებში ნაჩვენებია, რომ ფლორფენიკოლი ფრინველებიდან და სხვა ცხოველებიდან იზოლირებული გრამდადებითი (Coryneobacterium pyogenes, Streptococcus spp, Staphylococcus spp, Clostridium spp) და გრამუარყოფითი (E.coli, Pasteurella haemolytica, P.multocida, Haemophilus somnus, Actinobacillus pleuropneumonia) პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ ეფექტურია. წამალი ორალური გზით გამოყენებისას საჭმლის მომნელებელი არხიდან სწრაფად შეიწოვება, სისხლის მიმოქცევით სხეულის ქსოვილებში ვრცელდება, 20 მგ/კგ დოზით გამოყენების შემდეგ შარდსა და განავალში ჩატარებული გაზომვების შედეგად; ფლორფენიკოლი 24 საათის განმავლობაში ძირითადად %97 ოდენობით შარდით და დარჩენილი ნაწილი განავლით გამოიყოფა, შარდით უცვლელად (%52) და ოქსამინის მჟავის სახით (%25) ფლორფენიკოლ ბაზის სახით (% 7.5) გამოიყოფა. ცნობილია, რომ ამ მეტაბოლიტებს ანტიბაქტერიულ აქტიურობასთან ახლომდგომი მოქმედება აქვს.

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

MEDİFLOR %30 ორალური ხსნარი, ხორცის ბროილერებში E.coli-ის გამოწვეული სასუნთქი გზების დაავადებების (E.coli სასუნთქი დაავადება, საკულიტი ან კოლისეპტიცემია) და Ornithobacterium rhinotracheale ინფექციების სამკურნალო მიზნით გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

“თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.”
MEDİFLOR %30 ორალური ხსნარი, ხორცის ბროილერებში 5 დღის განმავლობაში 20 მგ/კგ/ცოცხალი წონა/დღე დოზით სასმელ წყალში დაამატებით გამოიყენება. პრაქტიკული დოზის სახით ყოველ 1500 კგ ცოცხალ წონაზე 100 მლ ან 3000 კგ ცოცხალ წონაზე 200 მლ MEDİFLOR % 30 ორალური ხსნარისასმელ წყალში ემატება. წამლიანი წყალი მკურნალობის დროს ერთადერთი წყლის წყაროდ უნდა იქნას უზრუნველყოფილი. სასმელი წყალი ყოველდღე ახლადმომზადებული უნდა იყოს.