ანტიპარაზიტული მედიკამენტები
Medecox ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაMEDECOX ორალური ფხვნილი/Vip, თითოეულ გრ’-ში 10 mg დეკოქინატის შემცველი; ღია თეთრი ჰომოგენური ფხვნილია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
MEDECOX ორალური ფხვნილი/Vip -ში არსებული დეკოქინატი არის ქინოლონების ჯგუფში შემავალი, ანტიპროტოზოური ნივთიერება, რომელიც მიიღება 4-ჰიდროქსიქინოლონის’ ქიმიური სინთეზით. თავის ეფექტს ავლენს პარაზიტებში მიტოქონდრიული ციტოქრომის სისტემაში ელექტრონის გადატანის შეფერხებით. კოქციდიებში მოქმედებს სპოროზოიტის ფაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტები შედიან მასპინძლის უჯრედში, წამლების ეფექტით ვერ აგრძელებენ შემდგომ განვითარებას. ენელ ნაწლავებში ადრეული განვითარების პერიოდებში მყოფი Eimeria sp და Toxoplasma sp. პარაზიტების განვითარების შეჩერებით ხელს უშლის დაავადების კლინიკურ გამოვლენას.
დეკოქინატი სწრაფად შეიწოვება და გასტროინტესტინალური ზონიდან სწრაფად გავლით, უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად. მიცემული დოზის თითქმის მთლიანი ნაწილი ამ გზით გამოიყოფა. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში საშარდე გზებიდან გამოყოფის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დეკოქინატი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ინტენსიური მეტაბოლიზების გარეშე გამოიყოფა და ძირითადი კომპონენტი გვხვდება საჭმელ ქსოვილებსა და განავალში. შეწოვის, განაწილებისა და გამოყოფის გზისა და სიჩქარის თვალსაზრისით სქესთან დაკავშირებული ცვლილება არ შეინიშნება.
ხბოებსა და ბატკნებში გამოყოფის კინეტიკის შედარებისას დადგინდა, რომ ცხვრებში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან შედარებით იმავე მაჩვენებლით ან ოდნავ უფრო სწრაფად გამოიყოფა.
ჩვენებები
MEDECOX ორალური ფხვნილი/VİP ბატკნებსა და ხბოებში გამოიყენება კოქციდიოზის სამკურნალოდ და კონტროლის ქვეშ მოსაქცევად. გარდა ამისა, მდედრ ცხვრებში Toxoplasmosis-ით გამოწვეული პერინატალური დანაკარგებისა და აბორტების თავიდან ასაცილებლად ცხოველთა საკვებში დანამატის სახით გამოიყენება. ორსულ ცხვრებშიც შეიძლება გამოყენება.
გამოყენების წესი და დოზა
„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.“
ხბოებში კოქციდიოზის პრევენციაში: ფარმაკოლოგიური დოზაა 0,5 mg/ kg.ც.წ./დღეში’ა.
ერევა ცხოველთა მიერ მოსახმარ ყოველდღიურ საკვებში და მიეცემა 28 დღის განმავლობაში. თუ დაავადების რისკი არსებობს, მკურნალობა გრძელდება.
ხბოებში კოქციდიოზის მკურნალობაში: ფარმაკოლოგიურიდოზაა 1 mg /kg. ც.წ./ დღეში’ა.
ერევა ცხოველთა მიერ მოსახმარ ყოველდღიურ საკვებში და მიეცემა 28 დღის განმავლობაში.
ბატკნებში კოქციდიოზის პრევენციის მიზნით ორსულ ცხვრებში გამოყენება:
ფარმაკოლოგიური დოზაა 0,5 mg /kg. ც.წ./ დღეში’ა.
ერევა ცხოველთა მიერ მოსახმარ საკვებში და მიეცემა 28 დღის განმავლობაში. თუ დაავადების რისკი არსებობს, მკურნალობა გრძელდება.
ბატკნებში კოქციდიოზის მკურნალობის მიზნით: ფარმაკოლოგიურიდოზაა 1 mg /kg. ც.წ./ დღეში’ა.
ერევა ცხოველთა მიერ მოსახმარ საკვებში და მიეცემა 28 დღის განმავლობაში.
ცხვრებში Toxoplasmosis-ით გამოწვეული პერინატალური დანაკარგებისა და აბორტების თავიდან ასაცილებლად: ფარმაკოლოგიური დოზაა 2 mg/kg.ც.წ./დღეში’ა.
ერევა ცხოველთა მიერ მოსახმარ ყოველდღიურ საკვებში. ბატკნის გაჩენამდე 14 კვირით ადრე წამლის გამოყენების დაწყებით უწყვეტად უნდა გამოიყენებოდეს.
წამლიანი საკვების მომზადება:
თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი რაოდენობის თითოეულ 1 ერთეულ MEDECOX ორალურ ფხვნილზე/Vip 6 ერთეული საკვებით უნდა მოხდეს წინასწარი შერევა. საკვები ყოველდღიურად უნდა მზადდებოდეს.
კომერციული წარდგენის ფორმა
20 გრ’-იან თეთრ პლასტმასის ბოთლებში ყუთით, 500 გრ, 1 kg, 2.5 kg და 5 kg’-იან თეთრ პლასტმასის ქილებში გაყიდვაშია გამოშვებული