ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Preventium 45% ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

PREVENTIUM %45 ორალური ხსნარის ფხვნილი, ყოველ gr’-ში 450 mg ტიამულინ წყალბადის ფუმარატის შემცველი, წყალში გახსნით მისაცემად ვარგისი თეთრ-ღია კრემისფერი ფხვნილი პრეპარატია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

PREVENTIUM %45 ორალური ხსნარის ფხვნილი‘-ის მოქმედი ნივთიერება ტიამულინ წყალბადის ფუმარატი (ან 14-desoxy-14[(2-diethylamino-ethyl) mercaptoacetoxyj) ნახევრად სინთეზურად მიღებული პლეურომუტინის ჯგუფის ანტიბიოტიკია. პათოგენური მიკოპლაზმებისა და ბაქტერიების ცილის სინთეზის შეფერხებით ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ავლენს. ქვემოთ მითითებული პათოგენური Mycoplasm სახეობების, გრამდადებითი და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ კლინიკურად ეფექტურობას ავლენს:
Mycoplasm spp.: Mycoplasma gallisepticum, M. synoviae, M. meleagridis, Ureaplasma spp., M. hyopneumoniae (syn. M. suipneumonia), M. hyorhinis, M. hyosynoviae, M. dispar, M. bovirhinis, M. bovis.
გრამდადებითი: Clostridium perfringens, Staphylococcus spp., Streptococcus spp., Listeria monocytogenes, Erysipelothrix spp.,Corynebacterium pyogenes.
გრამუარყოფითი: Pasteurella spp., Klebsiella pneumoniae, Haemophilus spp., Fusobacterium necrophorum, Bacteroides spp., Campylobacter (Vibrio) coli
Treponema: Serpulina (treponema) hyodysenteriae. Leptospira:Leptospira spp.
ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ტიამულინი ორალური ან საინექციო გზით მიღების შემდეგ სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება და მედიკამენტის კლირენსი კლასიკურ ფარმაკოკინეტიკურ მოდელებს მისდევს. ორალური გამოყენების შემდეგ გასტრო-ინტესტინური გზიდან სწრაფად აბსორბირდება და 2-4 საათში სისხლის მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს. გამოყენების შემდეგ ტიამულინი 24 საათში ძალიან მცირე ან არანაირი ბიოლოგიური აქტივობის მქონე მეტაბოლიტებად სწრაფად გარდაიქმნება. უმეტესი ნაწილი ნაღვლიდან განავლით, მცირე ნაწილი კი შარდით გამოიყოფა.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

PREVENTIUM %45 ორალური ხსნარის ფხვნილი; სახორცე და სანაშენე ქათამსა და ინდაურში ტიამულინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს გამოიყენება. ეფექტურია უპირატესად Mycoplasma gallisepticum და Mycoplasma synoviae წარმოშობის დაავადებების, სასუნთქი სისტემის (ქრონიკული სასუნთქი დაავადება) და სასახსრე სისტემის ინფექციების (ინფექციური სინოვიტი) სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზა

„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული“
ქრონიკული სასუნთქი დაავადების (CRD) და ჰაერის პარკის ანთების (air sacculitis) და ინფექციური სინუსიტის მკურნალობისას ფარმაკოლოგიური დოზა საშუალოდ 30-60 mg ტიამულინი  / kg ცოცხალი წონა/ დღეშია.
პრაქტიკული დოზა ქათამსა და ინდაურში:
750 kg ცოცხალი წონისთვის 100 gr PREVENTIUM %45 ორალური ხსნარის ფხვნილი საკმარისია. მკურნალობა 3-5 დღე გრძელდება.