ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Paraminod ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

Paraminod ორალური ხსნარის ფხვნილი
ყოველ gr’-ში შეიცავს 70 mg პარომომიცინის ფუძის (ამინოსიდინის ფუძე) ექვივალენტურ 100 mg პარომომიცინის სულფატს (ამინოსიდინის სულფატი).

ფარმაკოლოგიური თვისებები

პარომომიცინი (ამინოსიდინი) ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. ეფექტურია მრავალი გრამ (-) ბაქტერიის, აგრეთვე ზოგიერთი გრამ (+) ბაქტერიისა და პროტოზოის მიმართ. მოქმედებას ავლენს რიბოსომებთან შეუქცევადი შეერთებითა და ცილის სინთეზის
დარღვევით. მისი მოქმედების სპექტრში შედის Salmonella typhimurium და S.pullorum, E. coli, Streptococcus agalactiae, S. equisimilis, S.hyicus, Diplococcus pneumoniae, Listeria monocytogenes, Staphylococcus sp.,
Brucella abortus და B. melitensis, აგრეთვე უფრო მაღალი კონცენტრაციებით Mycobacterium tuberculosis-ის მსგავსი ბაქტერიები და Cryptosporidium parvum, Entamoeba histolytica, Trichomonas sp., Giardia intestinali, Leishmania sp.-ს მსგავსი
პროტოზოები. ორალური გზით მიღების შემდეგ მცირე ხანში მოქმედებას იწყებს ამინოსიდინი, რჩება გასტრო-ინტესტინურ სისტემაში და საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება. შესაბამისად, ამ ადგილას არსებული პათოგენების მიმართ
მაღალი დონის მოქმედებას უზრუნველყოფს. ამინოსიდინი განსაკუთრებით ეფექტურია Salmonella-ით, E. coli-ით და Cryptosporidium-ით გამოწვეული ენტერიტების სამკურნალოდ. სხვა ანტიბიოტიკებთან ჯვარედინი რეზისტენტობა არ შეიმჩნევა.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

PARAMINOD ხბოებში; E.coli-ით, Salmonella-თი და Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული ენტერიტების სამკურნალოდ გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.“  ფარმაკოლოგიური დოზა: კოლიბაქტერიოზისა და სალმონელოზის დროს 25-50 mg ამინოსიდინის სულფატი/ kg ცოცხალი წონა, კრიპტოსპორიდიოზის დროს 50-100 mg ამინოსიდინის სულფატი/kg ცოცხალი წონაა.