თევზის მედიკამენტები
Oksifish ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი
ჩამოტვირთეთ ანოტაცია75% ოქსიტეტრაციკლინი
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
OKSIFISH 75% ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი, ძირითადად მტკნარი და მარილიანი წყლის თევზებში (კობრი, ქორჭილა, მერცანი) დაავადებების გამომწვევ მრავალ გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიის მიმართ ეფექტურია. კულტურული მეთევზეობით მოშენებულ მტკნარი და მარილიანი წყლის თევზის სახეობებში გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ფურუნკულოზი (Aeromonas salmonicida), ბაქტერიული ჰემორაგიული სეპტიცემია (Aeromonas hydrophila, Pseudomonas sp.), კოლუმნარისის დაავადება (Flexibacter columnaris), წითელი პირის დაავადება (Yersinia ruckerii), სტრეპტოკოკული დაავადებები (ß ჰემოლიზური და არაჰემოლიზური streptococ sp.), ცივი წყლის ვიბრიოზი (Vibrio anguillarum), ცივი წყლის დაავადება (Rainbow trout fry syndrom), ცისარტყელა კალმახის ლიფსიტას სინდრომი (Cytophaga psycrophila), Pseudomonas სეპტიცემია (winter disease), წყლულოვანი დაავადება (Haemeophylus piscium).
შეფუთვა
100 გრ, 500 გრ, 1 kg, 5 kg და 25 kg.
ფარმაკოლოგიური თვისებები
OKSIFISH 75% ორალური ფხვნილი/ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსის მოქმედი ნივთიერება ოქსიტეტრაციკლინი, ტეტრაციკლინის ჯგუფიდან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. ის ავლენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას მრავალი გრამ (+) და (-) ბაქტერიის მიმართ. ამ ჯგუფში არსებული ანტიბიოტიკები მგრძნობიარე ბაქტერიის რიბოსომებში ძუძუმწოვართა უჯრედებისგან განსხვავებულ 30S ქვეერთეულში არსებულ რეცეპტორებთან შეუქცევადად შეკავშირებით თრგუნავენ ბაქტერიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ცილების სინთეზს. ამგვარად ცილების სინთეზდარღვეული ბაქტერიის განვითარება და გამრავლება დაირღვევა. ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები წარმოდგენილია ქვემოთ;
გრამ (+) აერობული ბაქტერიები (Bacillus sp., Corynebacter sp., Erysipelotrix rhusiopathiae, Listeria monocytogenes და Streptococcus sp; გრამ (-) ბაქტერიები (Actinobasiller, Bordetella sp., Francisella tularensis, Haemophylus sp., Pasteurella multocida, P.hemolytica, Yersinia, Camphylobacter fetus, Borrelia, Leptospira და Moraxella bovis); ანაერობული ბაქტერიები (Actinomyces-ები და Fusobacterium-ის სახეობები) და Chlamydia sp., Ehrlichia sp., Coxiella burnetti და Anaplasma’-ების მიმართ მისი მოქმედება კარგ დონეზეა.
შეძენილი რეზისტენტობის გამო სტაფილოკოკების, ენტეროკოკების და Enterobacteriae-ს ოჯახში არსებული Enterobacter sp., E.coli, Klebsiella sp., Proteus sp., და Salmonella სახეობების მიმართ მისი მოქმედება შესაძლოა ცვალებადობდეს. ანალოგიურად ანაერობული ბაქტერიებიდან Bacteroides sp. და Clostridium სახეობების მიმართაც მისი მოქმედება ცვალებადია.
Mycobacterium sp., Proteus vulgaris, Pseudomonas aeroginosa, Serratia sp., Mycoplasma bovis და M. hyopneumoniae ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტულად მიიჩნევა.
ორალური გზით გამოყენებისას ის საკმარისად სწრაფად შეიწოვება და ნაწილდება მთელ სხეულში და სხვადასხვა სახეობის ცხოველებში სისხლში ნახევარდაშლის პერიოდი 6-8 საათს შორისაა. ეფექტური სისხლის კონცენტრაციის შესანარჩუნებლად საჭიროა გამოყენების განმეორება 12 საათიანი ინტერვალებით. ეფექტური კონცენტრაციით ის გადადის პლევრაში, პერიტონეუმსა და თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. ის გროვდება ღვიძლში, ელენთაში, პროსტატაში, ნაღველსა და შარდში. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური პროფილი მნიშვნელოვანია სისტემური ინფექციების მკურნალობის თვალსაზრისით. ოქსიტეტრაციკლინი დიდი წილად შარდით და უფრო დაბალი წილით ნაღვლის გზით გამოიყოფა. ამ მიზეზით ის საკმაოდ ეფექტურია საშარდე სისტემის აშლილობებში, ღვიძლის ინფექციებში. ნაღვლის გზით გამოყოფილი ნაწილი ნაწლავებიდან უკუშეწოვით ენტეროჰეპატურ მიმოქცევაში ხვდება.
ოქსიტეტრაციკლინის ორალური გამოყენების შემდეგ სისტემური ბიოშეღწევადობა ორაგულის თევზებში 25% და კალმახებში 30% არის. ბიოშეღწევადობაზე წყლის მარილიანობის ეფექტი არ შეინიშნება. პრეპარატის გამოყოფა თევზებშიც თირკმელების გზით შარდით ხდება.