თევზის მედიკამენტები

Seabit ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი/ორალური ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

ემამექტინ ბენზოატი 

გამოყენების სფეროები და ჩვენებები

SEABIT ორალური ფხვნილი/ ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი გამოიყენება მოშენებულ ორაგულებში გავრცელებული (Salmo salar) პარაზიტისა და ცისარტყელა კალმახებში (Oncorhynchus mykiss) გავრცელებული (Lepeophtheirus sp. და Caligus sp.) პარაზიტების სამკურნალოდ.

შეფუთვა

250 gr, 500 gr, 1 kg, 2.5 kg და 5 kg.

ფარმაკოლოგიური თვისებები

SEABIT Oral toz/ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი ემამექტინ ბენზოატი; Streptomyces avermectinius’-ის ფერმენტაციის პროდუქტიდან მიღებული ფართო სპექტრის მაკროციკლური ლაქტონის, ავერმექტინის ნახევრად სინთეზური წარმოებულია. ხასიათდება 16 წევრიანი ლაქტონის რგოლითა და მასზე მიერთებული დიოლეანდროზილის ჯგუფით. ბენზოატის მარილი მოლეკულას სტაბილურობას ანიჭებს. ემამექტინ ბენზოატ’ის მოქმედების მექანიზმი ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ავერმექტინები კონკურენტულად უკავშირდებიან უხერხემლოების ნერვული ბოჭკოების გლუტამატ-შუამავლობით კლორის არხებს. უხერხემლოებში გლუტამატ-კლორის არხების განაწილება ლოკალიზებულია სპეციფიკურ კუნთებში, როგორიცაა ხახის ტუმბო (pharyngeal pump). ამ არხების გახსნით ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარობას კლორის იონების მიმართ, რის შედეგადაც უჯრედში წარმოიქმნება ჰიპერპოლარიზაცია და პარაზიტი დამბლადაცემული კვდება. ემამექტინ ბენზოატი ნელა შეიწოვება, მაგრამ ქსოვილებში ფართოდ ვრცელდება. ორგანიზმიდან გამოყოფაც საკმაოდ ნელია.