თევზის მედიკამენტები
Florfish ორალური ფხვნილი / ვეტერინარული სამკურნალო პრემიქსი
ჩამოტვირთეთ ანოტაცია%50 ფლორფენიკოლი
გამოყენების სფეროები და ჩვენებები
FLORFISH %50 ორალური ფხვნილი; მტკნარი (კალმახი, კობრი) და ზღვის თევზებში (ციპურა, ლავრაკი, ლიქორჯი, ორაგული, მერცანი) დაავადების გამომწვევ გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით მრავალრიცხოვან ბაქტერიაზე მოქმედებს.
კალმახებში; წითელი პირის დაავადება (Yersinia ruckerii), ფურუნკულოზი (Aeromonas salmonicida), ბაქტერიული ჰემორაგიული სეპტიცემია (Aeromonas hydrophila, A.punctata, A.sobria, Pseudomonas sp.), კოლუმნარისის დაავადება (Flexibacter columnaris), ცივი წყლის ვიბრიოზი (Vibrio salmonicida), წყლულის დაავადება (Haemophilus piscium), Lactococcus sp. და Enterococcus sp.’-ით გამოწვეული დაავადებები, Rainbow Trout Fry სინდრომი (Cytophaga psyophila)
ციპურასა და ლავრაკებში; ვიბრიოზი (Vibrio anguillarum, V.alginolyticus, V.ordalii; V.vulnificus), პასტერელოზი (Photobacterium damselae, Pasteurella piscicida); Bacterial Gill Disease; Myxobacter სეპტიცემია (Flexibacter sp., Cytophaga sp.) მსგავს დაავადებებში გამოიყენება.
შეფუთვა
1 kg, 5 kg და 25 kg.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლორფენიკოლი, სტრუქტურის მხრივ ქლორამფენიკოლის მსგავსი, ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც მისგან გამოირჩევა p-ნიტროს ნაცვლად p-მეთილსულფონილისა და 3’ნახშირბადის ატომზე პირველადი სპირტის ნაცვლად ფტორის ტარებით. ქლორამფენიკოლსა და თიამფენიკოლთან შედარებით უფრო ფართო სპექტრს ფლობს და მათ მიერ გავლენის ქვეშ არმყოფ გრამ-დადებით და უარყოფით პათოგენებზე; Citobacter, Proteus, Shigella, Aeromonas, Pseudomanas, E.coli, Salmonella, Klebsiella, Actinobacter, Vibrio sp., Yersinia sp., Streptococcus, Edwardsiella და Staphylococcus სახეობებზე მისი მოქმედება მაღალი დონისაა. ფლორფენიკოლის ეს მაღალი ეფექტურობა ეფუძნება იმას, რომ ჰიდროქსილის ჯგუფში 3’ნახშირბადის ნაცვლად მდგარი ფტორი ბაქტერიულ ფერმენტულ აცეტილირებას აფერხებს. ბაქტერიების რიბოსომებში პროტეინის სინთეზს აფერხებს და ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას ავლენს.
ფლორფენიკოლი, (5 – 15°C’-იანი ტემპერატურის წყალში მცხოვრებ) თევზებში ორალური გზით სწრაფად, ძალიან მაღალი ოდენობით შეიწოვება, მისი ორალური ბიოშეღწევადობა % 96,5-ად განისაზღვრა. 10°C’-იანი ტემპერატურის წყალში მცხოვრებ თევზებს 10 mg/kg დოზით ორალური გზით მიცემისას 10,3 საათში 4 µg/L’-იან მაქსიმალურ პლაზმის კონცენტრაციას აღწევს. პლაზმის პროტეინებს დაბალი ოდენობით უკავშირდება, ორგანიზმში ყველა უბანში ნაწილდება. სწრაფად მეტაბოლიზდება, ფლორფენიკოლ ამინ მეტაბოლიტად გარდაიქმნება და ორგანიზმიდან გამოიყოფა. მისი ნახევარდაშლის პერიოდი 12,2 საათია და მთლიანი კლირენსი 1,4 ml/წუთი/kg’-ია.