ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Medsuti ორალური ხსნარი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაშემადგენლობა
MEDSUTI ორალური ხსნარი გამჭვირვალე, თაფლისფერი ხსნარია, რომელიც ყოველ ml’-ში შეიცავს 100 mg სულფაქლოროპირიდაზინის ეკვივალენტ სულფაქლოროპირიდაზინ ნატრიუმს 107,5 mg და 20 mg ტრიმეთოპრიმს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
MEDSUTI ორალური ხსნარი, დაბალანსებული თანაფარდობით სულფაქლოროპირიდაზინ ნატრიუმისა და ტრიმეთოპრიმის ნარევის საფუძველზე დაყრდნობილი გაძლიერებული სულფონამიდის კომბინაციაა. კომბინაციაში არსებული სულფაქლოროპირიდაზინ ნატრიუმი ბაქტერიის უჯრედში არსებული და ნუკლეინის მჟავის სინთეზისა და უჯრედის გამრავლებისთვის საჭირო ფოლიუმის მჟავის ბიოსინთეზს, დიჰიდროფოლიუმის მჟავის სტრუქტურაში არსებული პარა-ამინობენზოის მჟავის მოლეკულის ჩანაცვლებით, ხოლო ტრიმეთოპრიმი დიჰიდროფოლიუმის მჟავის ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად გარდაქმნის ბლოკირებით თრგუნავენ. ამგვარად, მგრძნობიარე პათოგენურ ბაქტერიებში ყალიბდება სინერგისტული ტიპის ბაქტერიოსტატიკური და ზოგ შემთხვევაში ბაქტერიციდული მოქმედება და უზრუნველყოფილია ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
სულფონამიდი+ტრიმეთოპრიმის კომბინაციების ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიებია შემდეგი:
გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus, Streptococcus sp., Actinomyces sp., Corynebacterium sp., Listeria monocytogenes, Erysipelothrix rhusiopathie,
გრამუარყოფითი აერობები: Enterobacteriaceae (E.coli, Salmonella sp., Klebsiella sp., Proteus sp., Yersinia spp.), Pasteurella spp., Haemophilus spp., Actinobacillus spp., Bordetella spp.,
ანაერობები: ზოგიერთი Clostridium sp., Bacteroides sp., Fusobacterium sp., Chlamydia sp., Actinomyces sp.,
საშუალო ხარისხით მგრძნობიარე ბაქტერიებია კი ზოგიერთი Mycobacterium sp., ზოგიერთი Nocardia sp.’-ია.
Rickettsia sp., Leptospira sp., Pseudomanas aeroginosa, Mycoplasma sp. რეზისტენტულად მიიჩნევა.
MEDSUTI ორალური ხსნარი ცხოველებისთვის პირის გზით მიცემისას სწრაფად შეიწოვება და საშუალოდ 1-4 საათში სისხლში აღწევს მაქსიმალურ დონეს და ინარჩუნებს ეფექტურ კონცენტრაციას 12 საათის განმავლობაში. სულფაქლოროპირიდაზინ ნატრიუმი და ტრიმეთოპრიმი გამოიყოფა თირკმელებიდან და შეზღუდული ოდენობით ნაღველსა და ექსკრემენტებში.
MEDSUTI ორალური ხსნარი ცხოველებისთვის პირის გზით მიცემისას სწრაფად შეიწოვება და საშუალოდ 1-4 საათში სისხლში აღწევს მაქსიმალურ დონეს და ინარჩუნებს ეფექტურ კონცენტრაციას 12 საათის განმავლობაში. სულფაქლოროპირიდაზინ ნატრიუმი და ტრიმეთოპრიმი გამოიყოფა თირკმელებიდან და შეზღუდული ოდენობით ნაღველსა და ექსკრემენტებში.
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
გამოიყენება რუმენის აქტივობის დაუწყებელ ბატკნებსა და ხბოებში, ხორცის ქათამსა და ინდაურებში განსაკუთრებით ზემოთ მითითებული მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
ამ ფარგლებში;
ხორცის ქათამსა და ინდაურებში; კოლისეპტიცემიის, სალპინგიტის, ქოლერის, კორიზისა და სტაფილოკოკური ინფექციების დროს
ბატკნებსა და ხბოებში; ბაქტერიული წარმოშობის დიარეების, გასტრო-ენტერიტების, კოლისეპტიცემიის, ბრონქოპნევმონიების, ხბოს დიფტერიისა და ჭიპლარის ანთებების დროს გამოიყენება.
გამოყენების წესი და დოზა
თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;
მოქმედი ნივთიერების მიხედვით შინაურ ცხოველებში გამოსაყენებელი პრეპარატის დოზაა 24-30 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში;
ციკნებში, ბატკნებსა და ხბოებში დღიური სამკურნალო დოზა; ყოველ 5 kg ცოცხალ წონაზე 1 ml MEDSUTI ორალური ხსნარი, გარკვეული რაოდენობის წყალთან ერთად შესასმელად. რეკომენდებულია დღიური დოზის ორად გაყოფა და დილა-საღამოს მიცემა. პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 3-5 დღის განმავლობაში.
ხორცის ქათამსა და ინდაურებში კი 1000 kg ცოცხალ წონაზე 200-250 ml’-ია. საჭირო რაოდენობა გამოიყენება დღიურ სასმელ წყალში დამატებით. რეკომენდებულია ცხოველების უწყლოდ დატოვება ნამკურნალები წყლის მიცემამდე 2-3 საათით ადრე. ნამკურნალები წყალი ყოველდღე ახლად უნდა მომზადდეს.