ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Medsultan ორალური სუსპენზია

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

40% სულფამეთოქსაზოლი & 8% ტრიმეთოპრიმი 

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

გამოიყენება ბატკნებსა და ხბოებში, ასევე ინდაურსა და ხორცის ქათამში განსაკუთრებით ზემოთ მითითებული მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ამ ფარგლებში,
ხორცის ქათამსა და ინდაურებში;
კოლისეპტიცემიის, სალპინგიტის, ქოლერის, კორიზისა და სტაფილოკოკური ინფექციების და მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სხვა ინფექციების დროს.

შეფუთვა

100 ml, 250 ml, 500 ml, 1 Lt და 2.5 Lt.

ფარმაკოლოგიური თვისებები

MEDSULTAN ორალური სუსპენზია, დაბალანსებული თანაფარდობით სულფამეთოქსაზოლისა და ტრიმეთოპრიმის ნარევის საფუძველზე დაყრდნობილი გაძლიერებული სულფონამიდის კომბინაციაა. კომბინაციაში არსებული სულფამეთოქსაზოლი ბაქტერიის უჯრედში არსებული და ნუკლეინის მჟავის სინთეზისა და უჯრედის გამრავლებისთვის საჭირო ფოლიუმის ბიოსინთეზს, დიჰიდროფოლიუმის მჟავის სტრუქტურაში არსებული პარა-ამინობენზოის მჟავის მოლეკულის ჩანაცვლებით, ხოლო ტრიმეთოპრიმი დიჰიდროფოლიუმის მჟავის ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად გარდაქმნის ბლოკირებით თრგუნავენ. ამგვარად, მგრძნობიარე პათოგენურ ბაქტერიებში ყალიბდება სინერგისტული ტიპის ბაქტერიოსტატიკური და ზოგ შემთხვევაში ბაქტერიციდული მოქმედება და უზრუნველყოფილია ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
სულფონამიდი + ტრიმეთოპრიმის კომბინაციებში ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიებია შემდეგი:
გრამდადებითი აერობები: Slapnylococcus aureus, Streptoccocus sp., Actinomyces sp., Gorynebacterium sp., Listeria monocytogenes, Eriyspelotrix rhusiopathie, გრამუარყოფითი აერობები: Enterobacteriaceae ( E.coli, Salmonella sp., Klepsiella sp., Proteus sp., Yersinia sp.,) Pasteurella sp., Haemophilus sp., Actinobacillus sp., Bordetella sp., ანაერობები: ზოგიერთი Clostridium sp.. Bacterodies sp., Fusobacterium sp., Chlamydia sp., Actinomyces sp., საშუალო ხარისხით მგრძნობიარე ბაქტერიებია კი ზოგიერთი Mycobacterium sp, ზოგიერთი Nocarcİasp.dr.Rickettsia sp., Leptospira sp., Pseudomcnas aeroginosa, Mycoplasma sp., რეზისტენტულად მიიჩნევა. MEDSULTAN ორალური სუსპენზია ცხოველებისთვის პირის გზით მიცემისას სწრაფად შეიწოვება და საშუალოდ 1-4 საათში სისხლში აღწევს მაქსიმალურ დონეს და ინარჩუნებს ეფექტურ კონცენტრაციას 12 საათის განმავლობაში. სულფამეთოქსაზოლი და ტრიმეთოპრიმი გამოიყოფა თირკმელებიდან და შეზღუდული ოდენობით ნაღველსა და ექსკრემენტებში.