ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Medox ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

MEDOX ორალური ხსნარის ფხვნილი ყვითელი ფერის კრისტალური ნაწილაკებისგან შემდგარი ფხვნილია, რომლის 1გრ’ში; 577 mg (500 mg დოქსიციკლინის ეკვივალენტური) დოქსიციკლინ ჰიკლატი შედის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

MEDOX ორალური ხსნარის ფხვნილი -ს მოქმედი ნივთიერება დოქსიციკლინი ნახევრად სინთეზური, ტეტრაციკლინის წარმოებული, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ ავლენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას. ბაქტერიის რიბოსომის 30 S ქვეერთეულზე არსებულ რეცეპტორთან დაკავშირებით ხელს უშლის aminoasil tRNA’ს დაკავშირებას mRNA რიბოსომაში არსებულ აქცეპტორთან და, ვინაიდან პეპტიდურ ჯაჭვს ახალი ამინომჟავა ვერ უერთდება, აინჰიბირებს ცილის სინთეზს.
ბაქტერიები, რომელთა მიმართაც დოქსიციკლინი ეფექტურია, შემდეგია;
გრამდადებითი აერობული ბაქტერიები (Bacillus sp., Corynebacterium sp., Erysipelothrix rhusiopathia, Listeria monocytogenes ve Streptococci), გრამუარყოფითი ბაქტერიები (Actinobacillus sp., Bordetella sp., Francisella tularensis, Haemophilus sp., Pasteurella multocida, P. haemolytica, Yersinia sp., Campylobacter fetus, Borrelia sp. ve Leptospira sp. Moraxella bovis), ანაერობული ბაქტერიები (Actinomyces sp., Fusobacterium sp.,) და Chlamydia sp., Ehrlichia sp., Coxiella burnetti ხოლო Anaplasma’-ს მიმართ მისი მოქმედება კარგი დონისაა.
შეძენილი რეზისტენტობის გამო Staphylococci, Enterococci, Enterobacter sp., Enterobacteriaceae ოჯახში შემავალ Enterobacter sp., E.coli, Klepsiella sp., Proteus sp., Salmonella sp., ანაერობული ბაქტერიებიდან Bacteroides sp. და Clostridium sp.’-ს მიმართ მისი მოქმედება ცვალებადია.
Mycobacterium sp., Proteus vulgaris, Pseudomonas aeroginosa, Serratia sp., Mycoplasma bovis ve M. hyopneumoniae ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტულად ითვლება.
პერორალური გზით მიცემისას ახალგაზრდა მცოხნავებში საშუალოდ 2-8 საათში, ხოლო ფრინველში 12 საათში აღწევს სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას და ეფექტურ დონეს ინარჩუნებს საშუალოდ 6-12 საათი. მისი ბიოშეღწევადობა საშუალოდ %80-90’-ია. ვინაიდან ცხიმი/წყლის განაწილების კოეფიციენტი მაღალია, ორგანიზმში ძალიან ფართო განაწილებას ავლენს. დოქსიციკლინი ყველაზე დაბალი თირკმლისმიერი კლირენსისა და ყველაზე ხანგრძლივი ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდის მქონე ტეტრაციკლინის წარმოებულია და მიკრობიოლოგიურად არააქტიური ფორმით გამოიყოფა ნაკელით.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

MEDOX ორალური ხსნარის ფხვნილი,სახორცე ინდაურსა და ქათამში, აგრეთვე იმ ხბოებში, რომელთაც ფაშვის ფუნქცია ჯერ არ დაწყებიათ, დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
ხბო:Colibacillosis, Colisepticemia, Chlamydiasis, Pasteurellosis, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ინფექციები, omphalitis, poliarthiritis
ქათამი და ინდაური:სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადება (M. gallisepticum), Ornithosis (Chlamidia psittaci), ინფექციური Synovitis (M.synovia), ქოლერა (P. multocida).

გამოყენების წესი და დოზა

თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;
ხბოებში10 mg/kg ცოცხალი წონა/ დღეში დოზით, პრაქტიკულად ყოველ 25 კგ’იანი ცოცხალი წონისთვის დღეში 0,5 გრამი ფხვნილი გამოიყენება. საჭირო რაოდენობა საკმარისი წყლით (რძესთან არ შეურიოთ) შერევით სმევით ენიჭება. მკურნალობა 3-5 დღე უნდა გაგრძელდეს.
ქათამსა და ინდაურშიკი 20 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში დოზით, პრაქტიკულად ყოველ 250 კგ ცოცხალი წონისთვის დღეში 10 გრამი ფხვნილი გამოიყენება. საჭირო რაოდენობა ცხოველების ყოველდღიურ სასმელ წყალში შერევით გამოიყენება. რეკომენდებულია ცხოველების უწყლოდ დატოვება სამკურნალო წყლის მიცემამდე დაახლოებით 2-3 საათით ადრე. სამკურნალო წყალი ყოველდღე ახლად უნდა მომზადდეს.