ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Medox 20% ორალური ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

MEDOX, ორალური ხსნარის ყოველ ml-ში 200 mg დოქსიციკლინის ეკვივალენტურ დოქსიციკლინ ჰიკლატის მარილს შემცველი; ღია, მბზინავი, მოყავისფრო-ნარინჯისფერი ორალური ხსნარია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

MEDOX ორალური ხსნარი-ს მოქმედი ნივთიერება დოქსიციკლინი ნახევრად სინთეზური, ტეტრაციკლინის წარმოებული, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ ავლენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას. ბაქტერიის რიბოსომის 30 S ქვეერთეულზე არსებულ რეცეპტორთან დაკავშირებით ხელს უშლის aminoasil tRNA’ს დაკავშირებას mRNA რიბოსომაში არსებულ აქცეპტორთან და, ვინაიდან პეპტიდურ ჯაჭვს ახალი ამინომჟავა ვერ უერთდება, აინჰიბირებს ცილის სინთეზს. ბაქტერიები, რომელთა მიმართაც დოქსიციკლინი ეფექტურია, შემდეგია;
გრამდადებითი აერობული ბაქტერიები (Bacillus sp.,Corynebacterium sp., Erysipelothrixrhusiopathia, Listeriamono cytogenes ve Streptococci), გრამუარყოფითი ბაქტერიები (Actinobacillus sp., Bordetella sp., Francisellatularensis, Haemophilus sp., Pasteurellamultocida, P. haemolytica, Yersinia sp., Campylobacterfetus, Borrelia sp., Leptospira sp. ve Moraxellabovis), ანაერობული ბაქტერიები (Actinomyces sp.,Fusobacterium sp.) და Mycoplasma, Chlamydia sp., Ehrlichia sp., Coxiellaburnetti, Theileria, Eperythrozoon ve Anaplasma’-ს მიმართ მისი მოქმედება კარგი დონისაა.
შეძენილი რეზისტენტობის გამო Staphylococci, Enterococci, Enterobacter sp.,Enterobacteriaceae ოჯახში შემავალ Enterobacter sp., E.coli, Klepsiella sp., Proteus sp., Salmonella sp., ანაერობული ბაქტერიებიდან Bacteroides sp. და Clostridiumsp.’-ს მიმართ მისი მოქმედება ცვალებადია.
Mycobacterium sp.,Proteus vulgaris, Pseudomonas aeroginosa, Serratia sp., Mycoplasma bovisდა M. Hyopneumoniae ტეტრაციკლინების მიმართ რეზისტენტულად ითვლება.
პერორალური გზით მიცემისას აღწევს სისხლში ეფექტურ კონცენტრაციას და ეფექტურ დონეს ინარჩუნებს საშუალოდ 6-12 საათი. მისი ბიოშეღწევადობა საშუალოდ %80-90’-ია. ვინაიდან ცხიმი/წყლის განაწილების კოეფიციენტი მაღალია, ორგანიზმში ძალიან ფართო განაწილებას ავლენს. დოქსიციკლინი ყველაზე დაბალი თირკმლისმიერი კლირენსისა და ყველაზე ხანგრძლივი ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდის მქონე ტეტრაციკლინის წარმოებულია და მიკრობიოლოგიურად არააქტიური ფორმით გამოიყოფა ნაკელით. ნაღველში პლაზმისაზე 5-10-ჯერ უფრო მაღალი კონცენტრაციით გროვდება. ნაღველთან ერთად ნაწლავებში გამოყოფილი დოქსიციკლინის ნაწილი უკან შეიწოვება და ერთვება ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.

გამოყენების სფერო და ჩვენებები

MEDOX %20 ორალური ხსნარი, სახორცე ინდაურსა და ქათამში, აგრეთვე იმ ხბოებში, რომელთაც ფაშვის ფუნქცია ჯერ არ დაწყებიათ, დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული შარდსასქესო სისტემის, სასუნთქი სისტემის, რბილი ქსოვილისა და გასტროინტესტინური სისტემის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
ხბო:Colibacillosis, Colisepticemia, Chlamydiasis, Pasteurellosis, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ინფექციები, omphalitis, poliarthiritis
ქათამი და ინდაური:Mycoplasma sp.,Staphylococcusaureus, Streptococcus sp., E.coli, Salmonella sp., Chlamydia sp., Haemophilus sp. vePasteurella sp.

გამოყენების წესი და დოზა

„თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული.“  
ხბოებში;10 mg/kg ცოცხალი წონა/ დღეში დოზით, პრაქტიკულად ყოველ 20 კგ’იანი ცოცხალი წონისთვის დღეში 1ml წამალი გამოიყენება. საჭირო რაოდენობა საკმარისი წყლით (რძესთან არ შეურიოთ) შერევით სმევით ენიჭება. მკურნალობა 3-5 დღე უნდა გაგრძელდეს.
ქათამსა და ინდაურში,10-20 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში დოზით, პრაქტიკულად ყოველ 1000 კგ ცოცხალი წონისთვის დღეში 50-100ml MEDOX გამოიყენება. საჭირო რაოდენობა ცხოველების ყოველდღიურ სასმელ წყალში შერევით გამოიყენება. რეკომენდებულია ცხოველების უწყლოდ დატოვება სამკურნალო წყლის მიცემამდე დაახლოებით 2-3 საათით ადრე. სამკურნალო წყალი ყოველდღე ახლად უნდა მომზადდეს. მკურნალობა 3-5 დღე გრძელდება.