ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Mediquinol 20% ორალური ხსნარი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

MEDIQUINOL % 20 ორალური ხსნარიგამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ხსნარია და 1 მლ’-ში;200 მგ ენროფლოქსაცინს შეიცავს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

MEDIQUINOL % 20 ორალური ხსნარის’-ის მოქმედი ნივთიერებაა ენროფლოქსაცინი; მესამე თაობის ფტოროქინოლონის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულია.  ბაქტერიის ფერმენტის DNA–ჯირაზას ფერმენტის ინჰიბირებით, ბაქტერიების სიკვდილს იწვევს. ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებზე ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება აქვს.
ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიები; E.coli, Salmonella sp., Enterobacter sp., Serratia sp., Proteus sp., Klebsiella sp., Shigella sp., Yersinia sp., Moraxella sp., Acinobacter sp., Actinobacillus sp., Pasteurella sp., Leptospira sp., Campylobacter sp., Citrobacter sp., Haemophilus sp., Ehrlichia sp., Coxiella brunetti, მეტიცილინისა და გენტამიცინისადმი რეზისტენტულების ჩათვლით Staphylococcus sp., პენიცილინისადმი რეზისტენტულების ჩათვლით N.gonorrhoeae, N. meningiditis, Corynebacterium sp., Chlamydia sp., V.cholerae, Mycoplasma sp.’-ია.
Strep. suis, Strep. agalactia, Strep dysgalactia, Strep. zooepidemicus, R.equi, Mycobacterium sp. საშუალო ხარისხის მგრძნობელობას ავლენს.
ანაერობული კოკების უმეტესობა,  Clostridium sp., Bacteroides sp., ve Ps. maltophila ქინოლონების მიმართ ჩვეულებრივ ნაკლებად მგრძნობიარე ან რეზისტენტულია.
ყველა ცხოველის სახეობაში ორალური მიცემის შემდეგ სწრაფად შეიწოვება და 30 წუთიდან 1 –2 საათის განმავლობაში სხეულის ქსოვილებსა და სითხეებში ვრცელდება. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ღვიძლში წარმოიქმნება. მისი ბიოშეღწევადობა % 80-ია, ხოლო პლაზმის ცილასთან დაკავშირების ხარისხი % 30 ‘-ზე ნაკლებია. ნახევარდაშლის პერიოდი 2–6 საათია და, უცვლელად, უმეტესობა თირკმელებიდან შარდის გზით და მცირე ნაწილი კი ნაღვლის/განავლის გზით გამოიყოფა. 

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

ხორცის ქათმებში; ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიებისა და Mycoplasma’-ების მიერ გამოწვეული ქრონიკული სასუნთქი სისტემის დაავადება (CRD), ჰაერის პარკის ანთება, ინფექციური სინოვიტი, ქათმის ტიფი და პარატიფი, E.coli ინფექციები ( coli bacillosis, coli septicemia ) მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
ფაშვგანუვითარებელ ხბოებში;ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე გრამუარყოფითი და გრამდადებითი აერობული ბაქტერიებისა და Mycoplasma’-ების მიერ გამოწვეული pleuropneumonia, gastroenteritis მსგავსი სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებში, სეფსისი, კოლიბაცილოზსა და სხვა რბილი ქსოვილის დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ვირუსული დაავადებების ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიულ გართულებებში გამოიყენება. 

გამოყენების წესი და დოზა

‘თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული’

MEDIQUINOL %20ორალური ხსნარის’-ის ხორცის ქათმებში გამოსაყენებელი დოზა 5 მგ/კგ ცოცხალი წონა/დღეა და სასმელ წყალში დაამატებით გამოიყენება. პრაქტიკულად 2000 კგ ცოცხალი წონის ფრინველის ჯოგისთვის 100 მლ წამალი საშუალოდ 1 დღისთვის საკმარისია. დაავადების სიმძიმის მიხედვით 3-5 დღის განმავლობაში ისმევა. ფაშვის აქტივობადაუწყებელ ხბოებში კი წამლის დოზა 1,25 მგ/კგ ცოცხალი წონა/დღე საფუძველზე 40 კგ ცოცხალ წონაზე 0,5 მლ MEDIQUINOL % 20-ის სახით სასმელ წყალში დაამატებით 3-5 დღის განმავლობაში გრძელდება. ეფექტურობის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით წამლიანი წყალი ყოველდღიურად უნდა მომზადდეს.