ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Mediflum ორალური ხსნარის ფხვნილი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაMEDIFLUM,ყოველ გრამში 500 მგ ფლუმეკინის შემცველი თეთრი, ჰომოგენური ფხვნილია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
MEDIFLUM ორალური ხსნარის ფხვნილისმოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ფლუმეკინი, ფტოროქინონის წარმოებული სინთეზური ანტიბაქტერიულია. მგრძნობიარე ბაქტერიებში სწრაფად განვითარებად ბაქტერიციდულ მოქმედებას იწვევს. მისი ანტიბაქტერიული მოქმედება DNA-ჯირაზას (ტოპოიზომერაზა II) ფერმენტის ინჰიბირების გზით ხორციელდება. ძირითადი მგრძნობიარე ბაქტერიებია; E.coli, Salmonella sp.,Enterobactersp., Serratiasp., Proteus sp., Klebsialla sp., Shigella sp., Yersinia sp., Moraxella sp., Acinobacter sp., Actinobacillus sp., Pasteurella sp., Leptospira sp., Campylobacter sp., Citrobacter sp., Haemophilus sp., Ehrlichia sp., Coxiellabrunetti, მეტიცილინისა და გენტამიცინისადმი რეზისტენტულების ჩათვლით Staphylococcus sp., პენიცილინისადმი რეზისტენტულების ჩათვლით N. Gonorrhoeae, N. Meningditis, Corynebacterium sp., Chlamydia sp., V. Cholerae, Mycoplasmasp.’-ია. Strep. suis, Strep. agalactia, Strep. dysgalactia, Strep. zooepidemicus, R. equi, Mycobacterium sp. საშუალო ხარისხის მგრძნობელობას ავლენს. ანაერობული კოკების უმეტესობა Clostridium sp.,Bacteroides sp. დაPs. maltophilaქინოლონების მიმართ ჩვეულებრივ ნაკლებად მგრძნობიარე ან რეზისტენტულია. ორალური გამოყენების შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემიდან საკმაოდ კარგად შეიწოვება. ქსოვილებში კარგ განაწილებას ავლენს, ხოლო ქსოვილში მისი რეტენცია არ შეინიშნება. დაახლოებით 5 საათის პლაზმური ნახევარდაშლის პერიოდს ავლენს. ღვიძლში ჰიდროლიზის შემდეგ გლუკურონიზდება. ფლუმეკინი და მისი მეტაბოლიტები ნაღვლითა და შარდით გამოიყოფა.
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
MEDIFLUM ორალური ხსნარის ფხვნილი, ხორცის ქათმებსა და ინდაურებში; კოლიბაცილოზი (E. Coli ინფექციები), პასტერელოზი (ქათმის ქოლერა), სალმონელოზი და ფლუმეკინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
გამოყენების წესი და დოზა
“თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული”
სამკურნალო დოზა:ფარმაკოლოგიური დოზა:10 მგ/კგ ცოცხალი წონა/დღეა.
პრაქტიკული დოზა:ყოველ50 კგ ცოცხალ წონაზე დღეში 1 გრამი ფხვნილი სასმელ წყალში დაამატებით გამოიყენება. წამლის მომზადებისას წამალი ჯერ გარკვეული რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას, შემდეგ კი საჭირო მთლიანი ხსნარი უნდა მომზადდეს და ორალური გზით გამოყენებულ იქნას. წამლიანი წყალი ახლადმომზადებული ყოველდღიურად მზადდება. მკურნალობა 3-5 დღე უნდა გაგრძელდეს.