ანტიბაქტერიული მედიკამენტები

Medicol ორალური ხსნარის ფხვნილი

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

MEDICOL ორალური ხსნარის ფხვნილი;თეთრი ან თეთრთან მიახლოებული ფერისაა და 1 გრ’-ში შეიცავს 4.800.000 I.U. კოლისტინ სულფატს (1 გრამში 240 მგ კოლისტინ სულფატის’ ეკვივალენტური).

ფარმაკოლოგიური თვისებები

MEDICOL ორალური ხსნარისფხვნილის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კოლისტინ სულფატი; Bacilluscolistinus კულტურებიდან მიღებული პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკია. ბაქტერიების უჯრედის მემბრანაში არსებული ფოსფოლიპიდების სტრუქტურაში მნიშვნელოვან ფუნქციურ დარღვევას იწვევს და ძლიერ ბაქტერიციდულ აქტიურობას ავლენს. კოლისტინიგრამუარყოფით ბაქტერიებზე მოქმედებს.
ძირითადად გრამუარყოფით ბაქტერიებზე მოქმედებს (E.coli, PseudomonasaeroginosaSalmonellaspp. Salmonellatyphimurium, Salmonellaenteritis და სხვ.).Proteus და Serratiaრეზისტენტულია.
ორალური გზით ხსნარის სახით გამოყენებისას საჭმლის მომნელებელი არხიდან არ შეიწოვება.
ორალური გზით გამოყენებისას საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვრცელდება და ძირითადად განავლით გამოიყოფა.

გამოყენების ადგილი და ჩვენებები

ქათმებში, კურდღლებში, ხბოებსა და ბატკნებში მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

გამოყენების წესი და დოზა

“თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული”
ქათმებში 100.000 I.U./კგ ცოცხალი წონა/დღე დოზით გამოიყენება. შესაბამისად ჯგუფურ გამოყენებებში ყოველ 100 კგ ცოცხალ წონაზე დაახლოებით 2 გრამი ფხვნილი, დღიურ სასმელ წყალში დაამატებით გამოიყენება, წამლიანი წყალი ყოველდღე ახლადმომზადებული უნდა იყოს.
ხბოებში, ბატკნებსა და კურდღლებშიკი 100,000 I.U./კგ ცოცხალი წონა/დღე დოზით გამოიყენება. შესაბამისად 1 გრამი ფხვნილი დაახლოებით 50 კგ ცოცხალი წონისთვის საკმარისია. საჭირო ფხვნილი გარკვეული რაოდენობის წყალთან შერევით ისმევა.
მკურნალობა ყველა სახეობაში 3-4 დღე გრძელდება.