ანტიბაქტერიული მედიკამენტები
Medicol ორალური ხსნარი
ჩამოტვირთეთ ანოტაციაMEDICOL ღია ყვითელი ფერის, გამჭვირვალე ხსნარია და 1 მლ’-ში შეიცავს 4.800.000 I.U. კოლისტინ სულფატს (1 მლ’-ში 240 მგ კოლისტინ სულფატის’ ეკვივალენტური).
ფარმაკოლოგიური თვისებები
MEDICOL ორალური ხსნარის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კოლისტინ სულფატი; Bacillus colistinus კულტურებიდან მიღებული პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკია. ბაქტერიების უჯრედის მემბრანაში არსებული ფოსფოლიპიდების სტრუქტურაში მნიშვნელოვან ფუნქციურ დარღვევას იწვევს და ძლიერ ბაქტერიციდულ აქტიურობას ავლენს. კოლისტინი ძირითადად (E.coli, Salmonella spp; Salmonella typhimurium, Salmonella enteritis მსგავსად, Pseudomonas aeroginosa და სხვ.) გრამუარყოფით ბაქტერიებზე მოქმედებს.
Proteus ve Serratiaრეზისტენტულია.
ორალური გზით ხსნარის სახით გამოყენებისას საჭმლის მომნელებელი არხიდან არ შეიწოვება.
ორალური გზით გამოყენებისას საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვრცელდება და ძირითადად განავლით გამოიყოფა.
გამოყენების ადგილი და ჩვენებები
ქათმებში, კურდღლებში, ხბოებსა და ბატკნებში მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიების ( E. coli, Salmonella spp; Salmonella typhimurium, Salmonella enteritis მსგავსად, Pseudomonas aeroginosa და სხვ.) მიერ გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
გამოყენების წესი და დოზა
“თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული”
ქათმებში 100.000 I.U./კგ ცოცხალი წონა/დღე დოზით გამოიყენება. შესაბამისად ჯგუფურ გამოყენებებში ყოველ 100 კგ ცოცხალ წონაზე დაახლოებით 2 მლ MEDICOL, დღიურ სასმელ წყალში დაამატებით გამოიყენება, წამლიანი წყალი ყოველდღე ახლადმომზადებული უნდა იყოს.
ხბოებში, ბატკნებსა და კურდღლებში კი 100,000 I.U./კგ ცოცხალი წონა/დღე დოზით გამოიყენება. შესაბამისად 1 მლ MEDICOL დაახლოებით 50 კგ ცოცხალი წონისთვის საკმარისია. სასმელ წყალში დაამატებით ისმევა. მკურნალობა ყველა სახეობაში 3-4 დღე გრძელდება.