საინექციო ხსნარები
Tilotarmed 20% საინექციო ხსნარი
ჩამოტვირთეთ ანოტაციატილოზინის ბაზა 200mg
ფარმაკოლოგიური თვისებები
Tilotarmed 20% საინექციო ხსნარის მოქმედი ნივთიერება ტილოზინი არის მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც მიიღება Streptomycesfradiae-ის კულტურებიდან. წამალი ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს ავლენს ბაქტერიებში 50S რიბოსომულ ქვედანაყოფთან დაკავშირებითა და ცილის სინთეზის შეფერხებით. ტილოზინი ძირითადად გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ ავლენს ეფექტურობას. ტილოზინის მიმართ მგრძნობიარე ძირითადი ბაქტერიებია: Mycoplasma spp.,Leptospira spp., Erysipelotrix rhusopathie, Morexella bovis, Borrelia anserina, Arcanobacterium pyogenes, Clostridium spp., Actinomyces spp., Bacillusspp., Streptococcus spp., Staphylococcus spp., Fusobacterium necrophorum, Pasteurella spp., Bordetella bronchiseptica, Treponemahyo dysenteria. ტილოზინი განსაკუთრებით ეფექტურია Mycoplasma gallisepticum-ის მიერ გამოწვეული ინფექციების დროს. Staph. aureus-ის შტამებს შორის შესაძლოა წარმოიქმნას რეზისტენტული შტამები. Nocardiaspp., Pseudomonasspp., Chlamydia spp., Mycobacterium spp., Enterobacteriaceae, B. fragilis, E. coli, Klebsiella s pp. რეზისტენტულია. კუნთებში შეყვანის გზით თხებში 15 mg/kg დოზით მიცემული ტილოზინი 2 საათში აღწევს 1.5 µg/kg’იან სისხლის შრატის საშუალო კონცენტრაციას. მგრძნობიარე ბაქტერიებზე მინიმალურ ინჰიბიტორულ სისხლის კონცენტრაციას 0.1-0.5 µg/kg დოზითაც კი ადვილად შეუძლია იმოქმედოს მიკოპლაზმებზე. ასევე დადგენილია, რომ პლაზმის ნახევრად ცხოვრების ვადა არის 4-5 საათი. შეწოვილი ტილოზინი თავისუფლად ნაწილდება მთელ ორგანიზმში. გამოიყოფა შარდითა და ნაღვლის გზებით. მნიშვნელოვანი კონცენტრაციით გადადის რძესა და კვერცხში.
გამოყენების სფერო და ჩვენებები
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარსა და თხაში პნევმონიის, ბრონქოპნევმონიის, ჩლიქის ლპობის (ნეკროზული პოდოდერმატიტი), ხბოს დიფტერიის, დიზენტერიის, მეტრიტის, მწვავე მასტიტის, ლეპტოსპიროზის, ენტერიტის, ართრიტის, აგალაქსიის, თხის ფილტვის ტკივილისა და მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული სხვა სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და რბილი ქსოვილების ინფექციების; ძაღლებსა და კატებში სასუნთქი გზების ინფექციების, გარეთა ყურის ანთების, ლეპტოსპიროზისა და ვირუსულ დაავადებებთან ერთად მიმდინარე მეორადი ბაქტერიული ინფექციების; ინდაურებში CRD-ის უპირველეს ყოვლისა, ასევე სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზა
თუ ვეტერინარი ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის რეკომენდებული;
ფარმაკოლოგიური დოზა: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს 4-10 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში, ცხვარს, თხას, კატას, ძაღლსა და ინდაურს 10 mg/kg ცოცხალი წონა/დღეში დოზით ეძლევა. პროდუქტი ყველა სამიზნე ცხოველს ეძლევა კუნთებში (im). პრაქტიკული დოზა კუნთებში შეყვანის გზით; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის 100 kg ცოცხალ წონაზე 2-5 ml, ცხვარ-თხისთვის 40 kg ცოცხალ წონაზე 2 ml, კატა-ძაღლისთვის 10 kg ცოცხალ წონაზე 0.5 ml, ინდაურისთვის 5 kg ცოცხალ წონაზე 0.3 ml დოზით ეძლევა. მკურნალობისთვის საკმარისია 5-6 დღიანი გამოყენება. ერთსა და იმავე საინექციო ადგილზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 10 ml’ზე, ხოლო ცხვარსა და თხაში 5 ml’ზე მეტი არ უნდა იქნეს შეყვანილი. საჭიროების შემთხვევაში მთლიანი დოზა უნდა დაიყოს და სხვადასხვა წერტილში იქნეს შეყვანილი.
საკვებში წამლის ნარჩენების შესახებ გაფრთხილებები
წამლის ნარჩენებისგან გასუფთავების პერიოდი (წ.ნ.გ.პ.); მკურნალობის განმავლობაში და წამლის ბოლო გამოყენების შემდეგ ხორცისთვის გამოზრდილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა 28 დღის გასვლამდე, ხოლო ინდაურები 5 დღის განმავლობაში არ უნდა გაიგზავნოს დასაკლავად. მკურნალობის განმავლობაში და წამლის ბოლო გამოყენების შემდეგ 4 დღის (8 წველა) განმავლობაში მიღებული რძე არ უნდა მიეწოდოს ადამიანის მოხმარებას.
უკუჩვენებები
სამკურნალო დოზებში სამიზნე სახეობებში უკუჩვენება არ აქვს. ტილოზინი ცხენებს (ერთჩლიქიანებს) კატეგორიულად არ უნდა მიეცეს. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მისი ვ.შ. გამოყენება იწვევს შოკს, დისპნოესა და დეპრესიას. ამ მიზეზით, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში არ უნდა იქნეს შეყვანილი ვენაში.
კომერციული ფორმა
20 ml, 50 ml, 100 და 250 ml’იან ქარვისფერ ფლაკონებში მუყაოს კოლოფით