საკვებდანამატები

Sodimed Feed

ჩამოტვირთეთ ანოტაცია

Sodimed Feed

ფარმაკოლოგიური თვისებები

Sodimed Feed ნატრიუმის ბიკარბონატის შემცველი ელექტროლიტური ხსნარია. ნატრიუმის ბიკარბონატი ზრდის პლაზმის ბიკარბონატის რაოდენობას, აბალანსებს წყალბადის იონების ჭარბ კონცენტრაციას, ზრდის სისხლის pH’-ს და ასწორებს აციდოზის კლინიკურ ნიშნებს. შეწოვილი და ცირკულაციაში გადასული ბიკარბონატის იონი მეტაბოლურ ალკალოზს იწვევს. ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შესანარჩუნებლად თირკმელები ჭარბ ბიკარბონატ კატიონებს გამოყოფს; ეს მდგომარეობა კი შარდის pH’-ის მომატებასა და შარდის რაოდენობის ზრდას იწვევს.

 

გამოყენების სფერო და ჩვენებები

Sodimed Feed გამოიყენება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხენში, ცხვარში, თხაში, ძაღლსა და კატაში მრავალი მიზეზით (თირკმლის დაავადებები, უკონტროლო დიაბეტი, შოკი ან მძიმე დეჰიდრატაცია, კარდიული გაჩერებით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის უკმარისობა და მძიმე პირველადი ლაქტური აციდოზი) გამოწვეული მეტაბოლური აციდოზის სამკურნალოდ.

განსაკუთრებით ნახშირორჟანგის შეკავებით გამოწვეული რესპირატორული აციდოზის დროს; მეტაბოლურ დარღვევებთან დაკავშირებული, მჟავა მეტაბოლიტების დაგროვებით გამოწვეული მეტაბოლური აციდოზის დროს; თირკმელების მიერ წყალბადის იონების არასაკმარისი გამოყოფასთან დაკავშირებული რენალური აციდოზის დროს გამოიყენება.

საკვებში მედიკამენტის ნარჩენების გაფრთხილებები
მედიკამენტის ნარჩენებისგან გასუფთავების ვადა (მ.ნ.გ.ვ.); ხორცისა და რძისთვის ნულოვანი (0) დღეა.

უკუჩვენებები
ალკალოზის, განსაკუთრებით რესპირატორული ალკალოზის, კრუნჩხვებისა და გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე ცხოველებში უკუნაჩვენებია. ღებინების შედეგად კლორის დანაკარგის მქონე ცხოველებში და ცხოველებში, რომლებშიც გამოყენებულია ჰიპოქლორემიული ალკალოზის გამომწვევად ცნობილი დიურეტიკები, უკუნაჩვენებია. ნატრიუმის ბიკარბონატის ჭარბი რაოდენობით გამოყენებას ალკალოზის რისკის გამო უნდა მოვერიდოთ. Sodimed საინფუზიო ხსნარი ჰიპერტონული ხსნარია და ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ. მეტაბოლური აციდოზის გასწორების დროს პლაზმის ნატრიუმის კონცენტრაციაში შეიძლება მოხდეს არასასურველი მატება. ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარების სწრაფი ინექცია სახიფათოა და ინტრა- და ექსტრაცელულარული იონების კონცენტრაციების დარღვევით სიკვდილის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ოლიგურიისა და ანურიის მქონე პაციენტებში ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ.

სავაჭრო ფორმა

მუყაოს კოლოფში 20, 50, 100 და 250 ml’-იან ქარვისფერ მინის ფლაკონებში გამოდის გასაყიდად.